ფეხბურთი

17:56 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ძაძას "ვალენსია" გამოისყიდის

“ვალენსია” იტალიელ თავდამსხმელს, სიმონე ძაძას გამოისყიდის. ამის შესახებ “ღამურების” სპორტულმა დირექტორმა ხოსე რამონ ალესანკომ განახცადა.

“ძაძა კარგად მოერგო გუნდს, მან მრავალჯერ გაახარა გულშემატკივარი. ჩვენ 4-წლიან კონტრაქტს ვთავაზობთ მას და იმედია, ბოლომდე გამოავლენს თავის შესაძლებლობებს”, - თქვა ალესანკომ.

“ბებერი ქალბატონები” “ვალენსიასგან” 16 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ექსიუვენტუსელი “ვალენსიაში” იჯარის წესით 2017 წლის იანვარში “ვესტ ჰემიდან” გადავიდა, სადაც ასევე განათხოვრებით თამაშობდა. ესპანურ გუნდში კი სიმონეს 8 თამაშში 2 გატანილი გოლი დაუგროვდა.

0.120491