კალათბურთი

22:20 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ა ლიგას ტრიო ლიდერობს

ა ლიგის მეექვსე ტურის ბოლო, მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი თსუ-,,ჰიუნდაი’’ და გამოკვეთილი აუტსაიდერი სეუ შეხვდნენ. რაღა თქმა უნდა ფავორიტად თსუ-,,ჰიუნდაი’’ ითვლებოდა.

სეუმ მხოლოდ პირველ მეოთხედში შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც ფრედ 20:20 დასრულდა. დარჩენილ დროში თსუ-,,ჰიუნდაი’’ ფლობდა უპირატესობას და დიდი ანგარიშით 97: 73 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში 17-17 ქულით ყველაზე შედეგიანები გიორგი კორსანტია (თსუ-,,ჰიუნდაი’’) და დავით მაისურაძე (სეუ) იყვნენ.

ამრიგად, ექვსი ტურის შემდეგ ა-ლიგის ჩემპიონატს სამი გუნდი ,,მარნეული’’, ,,არენა-76’’ და თსუ,,ჰიუნდაი’’ ლიდერობს, რომლებმაც 10-10 ქულა დააგროვეს.

თსუ-,,ჰიუნდაი’’ - სეუ 97 : 73 (20: 20, 32: 14, 26: 13, 19: 26)

1 მარნეული 6 4 / 2 456 / 438 10
2 თსუ-ჰიუნდაი 6 4 / 2 466 / 410 10
3 არენა-76 6 4 / 2 455 / 436 10
4 ტიტები 6 3 / 3 457 / 440 9
5 წყალტუბო 6 3 / 3 522 / 519 9
6 სეუ 6 0 / 6 424 / 537 6
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102557