კალათბურთი

22:02 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დურანტს დიაგნოზი დაუსვეს

“გოლდენ სტეიტ უორიორზის” ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი მძიმე ტრავმას გადაურჩა. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, 28 წლის კალათბურთელი თამაშს მომდევნო 4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ამის შესახებ “უორიორზის” ვებგვერდი გვატყობინებს.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ სტივ კერის გუნდს წამყვანი მოთამაშე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან, პლეი-ოფის სტადიაზე დაეხმარება. საპლეი-ოფო დაპირისპირებები სტარტს 15 აპრილიდან აიღებს, დურანტის დაბრუნება კი, მარტის ბოლოსკენ ივარაუდება. არადა, თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ დურანტის დაზიანება გაცილებით სერიოზული გახლდათ და მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შესძლებდა.

შეგახსენებთ, კევინ დურანტმა ტრავმა დღეს, გამთენიისას, “გოლდენ სტეიტისა” და “ვაშინგტონის” შეხვედრის დროს მიიღო. მას უნებურად, თანაგუნდელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია მაშინ, დაეჯახა, როცა ქართველი მარცინ გორტატთან ორთაბრძოლისას პარკეტზე დაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113215