კალათბურთი

21:02 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არენა 76-მა ერთპიროვნულ ლიდერს მოუგო

კალათბურთში ა ლიგის მეექვსე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ,,მარნეული’’ და არენა 76’’ დაუპირისპირდნენ.

ამ შეხვედრამდე ,,მარნეული’’ ერთპიროვნული ლიდერი იყო, რომელსაც არენა 76 ერთი ქულით ჩამორჩებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე გულშემატკივრები დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ. გულშემატკივართა მოლოდინი არ გამართლდა. ძირითადად მდევრის როლში მყოფმა ,,მარნეულმა’’ რამდენჯერმე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. წინ გასვლა მხოლოდ ერთხელ შეძლო, მაგრამ ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა.

არენა 76 უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც 84: 72 შეძლო მეტოქის დამარცხება და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 26 ქულა არენა 76 უკანახაზელმა როდნერიუს ლუისმა დააგროვა. 17 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა პიტერ ალექსისმა შეასრულა.

,,მარნეული’’ - არენა 76 72:84 (11:22, 20: 14, 18: 22, 23: 26)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128127