ფეხბურთი

0:25 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

100 მატჩი 21 წლის ასაკში

“ვალენსიას” მარცხენა მცველისთვის ხოსე ლუის გაიასთვის გუშინ “ლეგანესთან” მოგებული (1:0) შეხვედრა საიუბილეო მე-100 მატჩი გამოდგა “ღამურების” რიგებში – იუწყება ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

21 წლის ფეხბურთელმა “ლოს ჩეს” ძირითად გუნდში პირველად 2012 წლის 30 ოქტომბერს “ლიაგოსტერასთან” მოგებულ (2:0) სათასო მატჩში ითამაშა, როდესაც 17 წლის იყო. ხოსე “ღამურების” ძირითადი მოთამაშე 2014/2015 წლების სეზონიდანაა.

მან 75-ჯერ ლა ლიგაში ითამაშა, 11-ჯერ კოპა დელ რეიზე, ხოლო 7-7-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058783