ჩოგბურთი

13:44 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკაში ჯოკოვიჩი დელ პოტროს შეხვდება

“აკაპულკოს” ტურნირის 1/16-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი მარტინ კლიჟანს დაუპირისპირდა და 6:3, 7:6 დაამარცხა. მატჩი საათსა და 35 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში 3:2-ზე ჯოკოვიჩის სასარგებლოდ ბრეიკი გააკეთა და სეტის ბედი გადაწყვიტა. მეორე პარტიაში ტაი-ბრეიკზე ნოვაკმა 7:4 მოიგო.

ტურნირის 1/8-ფინალში ჯოკოვიჩი ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი არგენტინელს 11:4-ს ამარცხებს.

0.113958