ფეხბურთი

23:50 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ეფექტი - იტალიაში სტადიონები მხოლოდ "ბებერი სინიორას" თამაშებზე ივსება

“იუვენტუსის” ეფექტი – სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაზეც ახლა გიამბობთ. მიმდინარე სეზონში “იუვემ” იტალიის სერია A-ში 12 გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და ყველა შემთხვევაში სტადიონი პირთამდე გაივსო.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული 12 გუნდის შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა (“იუვენტუსთან” თამაშის დროს), როდესაც მათი საშინაო არენა ბოლომდე გავსებული გახლდათ ტიფოზებით.

“ბებერმა ქალბატონმა” ამ დროისთვის სტუმრად “კროტონეს”, “კალიარის”, “კიევოს”, “ემპოლის”, “ფიორენტინას”, “ჯენოას”, “ინტერის”, “პალერმოს”, “სასუოლოსა” და “ტორინოს” წინააღმდეგ ითამაშეს.

მაგალითად, “კროტონესთან” შეხვედრას 15 300 ქომაგი დაესწრო, მაშინ, როდესაც ამავე გუნდის საშინაო თამაშზე საუკეთესო მაჩვენებელი “იუვესთან” მატჩის გამოკლებით მხოლოდ და მხოლოდ 7 500 დაფიქსირდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ “იუვენტუსის” საშინაო არენა, “იუვენტუს სთედიუმიც” ყოველ ტურში სავსეა და ამ მხრივ აპენინზე ერთადერთი სტადიონია.

არავინ იცის ეს ფაქტი “ბებერი ქალბატონის” მიმართ გადამეტებული სიყვარულის, სიძულვილის თუ ინტერესის დამსახურებაა. ალბათ, ყველაზე მეტად, სამივესი ერთად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118629