ფეხბურთი

17:42 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: "პიკეს ჰგონია, რომ მთელი მსოფლიო მისი წინააღმდეგია"

"ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა,"ვილიარეალი"-"რეალის" მატჩში (2:3) ცუდი მსაჯობა იყოო. კონკრეტულად, მსაჯი "რეალის" მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენდაო. პიკემ იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, როცა "ვილიარეალის" კარში პენალტი დაინიშნა.

"ზუსტად იგივე სათამაშო მომენტში, "ვილიარეალს" როცა ვეთამაშებოდით, ჩვენ არ მოგვცეს პენალტის დარტყმის უფლება. "რეალის" სასარგებლოდ კი დანიშნეს..." - თქვა პიკემ.

"რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა კი პიკეს გამონათქვამზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ეს რომ მესის ეთქვა, გამიკვირდებოდა, მაგრამ ეს ხომ პიკეა. აზრი არ აქვს მასზე საუბარს. პიკეს ჰგონია, რომ მთელი მსოფლიო მისი წინააღმდეგია. მთავარია, სამი ქულა ავიღეთ".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118283