თამაშგარე

16:00 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ასამოა გიანი არაბეთში ორიგინალური ვარცხნილობისათვის დააჯარიმეს

სანამ ჩვენ იმაზე ვმსჯელობთ, რა არის დემოკრატია და როგორ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, განის საფეხბურთო ნაკრების ვეტერანი, ცნობილი ფეხბურთელი ასამოა გიანი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ორიგინალური ვარცხნილობის გამო დააჯარიმეს.

როგორც იცით, ასამოა ჩინეთში ირჯებოდა და სწორედ ჩინურმა კლუბმა გაანათხოვრა იგი არაბულ “ალ-ახლიში”, სადაც ბურთი ჯერ წესიერად გაგორებული არც კი ქონდა, რომ ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ - აქაოდა ასეთ ვარცხნოლობას ისლამი კრძალავსო, ამ ჩვენს ასამოას ჯარიმაც მიარტყა და მოუწოდა, თმები კოხტად გადაიპარსე, ანდა 90-იანი წლების საქართველოში ესოდენ პოპულარული “ნანეტი” შეიჭერიო.

არც განელი მობურთალი და არც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ფადერაცია არ აკონკრეტებენ თუ რა თანხაზეა საუბარი, რაც ასამოამ ჯარიმის სახით გადაიხადა. სავარაუდოდ, ეს ნამდვილად არ იქნებოდა ის თანხა, რასაც ფეხბურთელი ვერ შეწვდებოდა, მაგრამ, ვარცხნოლობის გამო დაჯარიმება რაცაა და რაზეც მეტყველებს – ამას თავადაც მშვენივრად ხვდებით.

0.134956