ფეხბურთი

14:26 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგი" ისევ უმწვრთნელოდ დარჩა

ცუდ დღეშია გერმანიის 2009 წლის ჩემპიონი “ვოლფსბურგი” – “მგლებმა” სეზონში მეორედ დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი. ვალერიან ისმაილს კარისკენ წარუმატებელი შედეგების გამო მიუთითეს. 41 წლის ფრანგისთვის ფატალური ბუნდესლიგის ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ “ვერდერთან” მარცხი (1:2) აღმოჩნდა.

ვალერიან ისმაილმა “ვოლფსბურგი” გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა, როდესაც ასევე ცუდი შედეგების გამო დათხოვილი დიტერ ჰეკინგი ჩაანაცვლა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ გაწვრთნის “ვოლფსბურგს”, რომელიც ორი წლის წინ მეორე ადგილზე გავიდა ბუნდესლიგაში, შარშან კი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს უწია და მადრიდის “რეალის” დასამარცხებლად მცირედი დააკლდა.

ამჟამად, “ვოლფსბურგი” ბუნდესლიგაში განვლილი 22 ტურის შემდეგ 22 ქულით მეთოთხმეტე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118169