ფეხბურთი

11:24 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი ლა ლიგაში

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. ამჯერად საქმე ესპანეთის ლა ლიგაში გატანილ თერთმეტრიანებს ეხება. 31 წლის პორტუგალიელმა გუშინ, “ვილიარეალის” კარი თერთმეტი მეტრიდან აიღო და ესპანეთის ჩემპიონატში 57-ე პენალტი გაიტანა.

რონალდუმ უგო სანჩესს გადაასწრო, რომელსაც კარიერაში 56 თერთმეტმეტრიანი აქვს გატანილი პრიმერადივიზიონში. ახლა კი, კრიშტიანუ ამ მხრივაც პირველია.

აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელ ლიონელ მესის ლა ლიგაში 43 გოლი აქვს გატანილი უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შედეგად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111961