ავტოსპორტი

21:00 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეცამეტე წითელი ხარი

„რედ ბული“ ის გუნდია, რომელსაც ახალ სეზონში, „მერსედესის“ ჰეგემონიის დამხობა შეუძლია. ერთადერთი ინგრედიენტი, რომელიც გუნდს ამ მიზნის მისაღწევად, წინა სეზონებში აკლდა, მძლავრი ძრავი იყო. მაგრამ გასული სეზონის მიწურულს, „რენომ“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რითაც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებს „ფერარის“ გასწრების საშუალება მისცა.

ახალ სეზონს კი ისინი ახალი ოპტიმიზმით ხვდებიან. მიზეზი ისევ და ისევ, ძრავია - ჟეტონების სისტემის გაუქმების შემდეგ, ძრავების მწარმოებლებს აგრეგატებზე მუშაობის შეზღუდვა აღარ აქვთ. მოკლედ, რედ ბული“ გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის, ისევ მხოლოდ ერთი გუნდის პილოტებს შორს ბრძოლას არ ვიხლავთ და ამ საქმეში სხვებიც ჩაერევიან. მითუმეტეს, „რედ ბულის“ მრჩეველი ჰელმუტ მარკო პირდაპირ ამბობს - მაქს ფერსტაპენს ჩემპიონბისთვის ბრძოლა სწყურიაო.

რატომ გამოჰყოფს დოქტორი მარკო მხოლოდ ჰოლანდიელის ამბიციებს და არაფერს ამბობს დანიელ რიკიარდოზე, რომელიც სტატისტობას არ აპირებს და თუ შესაფერისი მანქანა ექნება, თავადაც იბრძოლებს ტიტულისთვის? იქნებ, ისიც თანამემამულე მარკ ვებერვით განწირულია იმისთვის, რომ გუნდი მეორე პილოტის რანგში მოემსახუროს? ამას მალე ვნახავთ. მთავარია, წითელმა ხარებმა ჩემპიონების ტოლსწორი მანქანა მოამზადონ.

სხვათა შორის, კონკურენტებისგან განსხვავებით, „რედ ბულს“ RB13-ის საჩვენებლად სპეციალური პრეზენტაცია არ ჩაუტარებია. მხოლოდ მისი ფოტო გაავრცელა. მასზე ბევრ ლაპარკს კი მოერიდა - სხვა თუ არაფერი, მანქანას საქმეში მალე ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115448