ძიუდო

16:31 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილი დიუსელდორფის გრან პრის ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ბექა ღვინიაშვილს დიუსელდორფის გრან პრიზე ჩემპიონის ტიტულს ერთი გამარჯვება აშორებს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დილის პროგრამაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო –მონღოლი ბატერდენე ბანდიხუუ, გერმანელი მარკ ოდენტალი, ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი და გერმანელი ედუარდ ტრიპელი ჩამოიშორა და ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ ხასან ხალმურზაევს დაუპირისპირდება.

დღესვე, საქართველოს სახელით გერმანულ ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), ლაშა ტაველური (100 კგ), ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილიც (ორივე +100 კგ) გავიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.114238