ფეხბურთი

13:41 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" კოშტა 107 მილიონად არ გაყიდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ტავდამსხმელი დიეგო კოშტა ლონდონის "ჩელსიმ" ჩინურ "ტიანცზინ ციუანცზიანს" 107 მილიონ ევროს სანაცვლოდ არ მიყიდა. ინფორმაციას SRF ავრცელებს. აზიელები ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და 100 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.

რადგან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩინელებმა საწადელს ვერ მიაღწიეს, ახლა უკვე მზად არიან ზაფხულში ინგლისელებს ესპანელის გადასაბირებლად 127 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ. ჯერჯერობით "ჩელსის" პოზიცია უცნობია.

კოშტა ლონდონურ გრანდში 2014 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის ანგარიშზე 28 მატჩში 17 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

0.113752