ფეხბურთი

12:23 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერი" შესაძლოა სეზონის ბოლომდე ჰიდინკმა ჩაიბაროს

ჰოლანდიელი სპეციალისტი გუს ჰიდინკი შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლომდე "ლესტერის" მწვრთნელი იყოს. ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა კლაუდიო რანიერი არასახარბიელო შედეგის გამო დაითხოვა და 70 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკება უკვე გამართა. ინფორმაცია Telegraph-ი ავრცელებს.

ჰოლანდიელისთვის პრემიერლიგა უცხო არაა, რადგან ლონდონის "ჩელსის" ორჯერ სხვადასხვა დროს წვრთნიდა.

"მელიების" მიზანი კი მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში დარჩენა იქნება, რადგან გუნდი 21 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე იმყოფება. "ლესტერს" ჩემპიონთა ლიგაზეც არ აქვს საქმე კარგად, რადგან "სევილიასთან" მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად 1:2 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109666