ფეხბურთი

0:09 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსი” ტიტულისკენ მიიწევს

პრემიერლიგის 26-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს ექვსი მატჩი გაიმართა. ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი “სუონსი” დაამარცხა და მორიგი საჩემპიონო ნაბიჯი გადადგა.

ლონდონელები მთელი მატჩის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში მალევე გახსნეს: მე-19 წუთზე სესკ ფაბრეგასმა ახლო მანძილიდან შეაგდო. მასპინძლები ტაიმის ბოლომდე იგებდნენ, თუმცა მეორე დამატებულ წუთზე ფერნანდო ლორენტესგან გაუშვეს და გუნდები შესვენებაზე ყაიმით გავიდნენ.

“სუონსიმ” იბრძოლა, თუმცა ბოლომდე ვერ გაძლო და 72-ე წუთზე მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ: პედრომ 20 მეტრიდან დაარტყა, ფაბიანსკიმ შეცდომა დაუშვა და გოლი გავიდა, ხოლო 84-ე წუთზე დიეგო კოშტამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა “ევერტონმა” შინ “სანდერლენდი” მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მერსისაიდელებმა ტაიმი გაიეს გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე პრემიერლიგაში მე-17 გოლი გაიტანა – 2:0. რონალდ კუმანის შეგირდებს 9 მატჩია არ წაუგიათ.

“კრისტალ პალასმა” ვან აანჰოლტის გოლით “მიდლსბრო” დაამარცხა, გასავარდნი ზონიდან ამოვიდა და მის ადგილს უკვე მოქმედი ჩემპიონი “ლესტერი” იკავებს. კიდევ ერთმა აუტსაიდერმა “ჰალ სიტიმ” “ბარნლის” უმასპინძლა და ფრედ 1:1 ეთამაშა.

“ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთი” დაამარცხა, ხოლო “ვიკარეიჯ როუდზე” “უოტფორდმა” და “ვესტ ჰემმა” ქულები გაიყვეს.

ჩელსი – სუონსი 3:1 (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, კეჰილი, აზპილიკუეტა, ლუისი, ფაბრეგასი, კანტე, მოზესი (ზუმა 85), ალონსო, პედრო (მატიჩი 76), აზარი (ვილიანი 85), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, მოუსონი, ფ.ფერნანდესი, ოლსონი, ნოუტონი, კორკი, ფერი, კეროლი (ჯ.აიუ 76), რუტლიჯი (ნარსინგი 81), სიგურდონი, ფ.ლორენტე.
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (19), 1:1 ფ.ლორენტე (45+2), 2:1 პედრო (72), 3:1 კოშტა (84)
გაფრთხილებები: ლუისი – ნოუტონი, ოლსონი, ფერი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

კრისტალ პალასი – მიდლსბრო 1:0 (1:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-1-4-1): ჰენესი, ტომკინსი, სახო, ვან აანჰოლტი (შლუპი 87), უარდი, მილივოიევიჩი, კაბაიე (მაკარტური 63), თაუნსენდი, პანჩონი, ზაჰა (დანი 88), ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

მიდლსბრო (5-3-2): ვალდესი, ესპინოსა, აიალა, გიბსონი, ფაბიო, დაუნინგი, ფორშოუ (გედიურა 61), დე როონი, რამირესი, სტუანი (ა.ტრაორე 79), ნეგრედო (ჟესტედი 46).
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

გოლი: ვან აანჰოლტი (34)
გაფრთხილებები: კაბაიე, მაკარტური, უარდი – ფაბიო
მსაჯი: რობერტ მედლი

ევერტონი – სანდერლენდი 2:0 (1:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-3-3): რობლესი, მორი, უილიამსი, ბეინსი, კოულმენი, ტ.დევისი (ე.ვალენსია 70), შნეიდერლენი, გაიე, ბარკლი (მაკკარტი 83), ლუკმენი (მირალაში 60), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

სანდერლენდი (4-3-2-1): პიკფორდი, კონე, ოში, ჯონსი (მანკილიო 90), ოვიედო, ნდონგი, ლარსონი, გიბსონი (ჰანიმენი 79), ბორინი (ხაზრი 79), იანუზაი, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0 გაიე (40), 2:0 ლუკაკუ (80)
გაფრთხილებები: გიბსონი, ოვიედო
მსაჯი: სტიუარტ ატველი

ჰალი – ბარნლი 1:1 (0:0)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-2-3-1): იაკუპოვიჩი, მაგუირე, რანოკია, ელაბდელაუი (ა.ერნანდესი 82), რობერტსონი, ნ’დიაიე, ჰადლსტოუნი, მელონი (მეილერი 67), ელ მოჰამადი, გროსიცკი, მბოკანი (ნიასე 67).
მწვრთნელი: მარკო და სილვა

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, მი, კინი, უარდი, ლოუტონი, ბარტონი, ვესტვუდი (ტარკოვსკი 85), ბრედი (არფილდი 89), ბოიდი, ბარნესი, ა.გრეი (ვოკსი 85).
მწვრთნელი: სეან დიჩი

გოლები: 1:0 ჰადლსტოუნი (72 პენ.), 1:1 კინი (76)
გაფრთხილებები: ჰადლსტოუნი – ვესტვუდი, ბარნესი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ვესტ ბრომვიჩი – ბორნმუთი 2:1 (2:1)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ევანსი, მაკოლი, დოუსონი (მაკკლინი 54), ნიომი, დ.ფლეტჩერი, ლივერმორი, ჩადლი (ლეკო 88), მორისონი (იაკობი 73), ბრანტი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, მინგსი, კუკი, ა.სმიტი, დანიელსი, სურმენი, არტერი (აფობი 66), ფრეისერი, უილშირი (გოსლინგი 66), პუგი (მოუსეტი 79), კინგი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 0:1 კინგი (5 პენ.), 1:1 დოუსონი (10), 2:1 მაკოლი (22)
გაფრთხილებები: ნიომი, მაკკლინი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

უოტფორდი – ვესტ ჰემი 1:1 (1:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-3-3): გომეში, ბრიტოსი, ქაბული, ჯანმაატი (კეტკარტი 72), ჰოლებასი, კლევერლი, ბეჰრამი, კაპუ, ზარატე (დაკური 45+9), ნიანგი (საკსესი 82), დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი, რიდი, ფონტე, კრესველი, კუაიტე, ნობლი, ობიანგი, სნოდგრასი (ა.აიუ 65), ფეგული, ლანცინი (ე.ფერნანდესი 91), ანტონიო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0 დინი (3 პენ.), 1:1 ა.აიუ (73)
გაფრთხილებები: ჯანმაატი, ნიანგი, დაკური, ჰოლებასი – ანტონიო, კუაიტე
გაძევება: ანტონიო (86)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.187776