ფეხბურთი

14:47 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რანიერის ემოციური წერილი: "ჩემი ოცნება მოკვდა"

ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” იტალიელი კლაუდიო რანიერი გამოემშვიდობა. საკმაოდ ემოციურ წერილში 65 წლის სპეციალისტი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში ედგნენ. განსაკუთრებით კი, “ლესტერის” ქომაგებს.

“ჩემი ოცნება მოკვდა – შარშანდელი სეზონის შემდეგ, როდესაც ინგლისის ჩემპიონები გავხდით, მინდოდა ოცნება გაგრძელებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო როზანას, ჩემს მეუღეს. ჩემს შვილებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ. ასვე მადლობა პაოლოსა და ანდრეას (რანიერის ასისტენტები), რომლებიც ამ ბრწყინვალე თავგადასავალში ჩემს გვერდით იყვნენ. აგრეთვე, მადლობა ვუხდი სტივ კატნერსა და ფრანკო გრანელოს (იტალიელის აგენტები), რომელთაც მომცეს შესაძლებლობა გავმხდარიყავი ინგლისის ჩემპიონი. თუმცა, განსაკუთრებული მადლობა საფეხბურთო კლუბ “ლესტერ სიტის”.

ეს იყო საოცარი, ფანტასტიკური მოგზაურობა – მადლობა ნამდვილად ყველას – ფეხბურთელებს, ჟურნალისტებს, გუნდის პერსონალს, სტაფს. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს. მათ პირველივე დღიდან თბილად მიმიღეს და შემიყვარს – მეც მიყვარხართ.

“ლესტერში” გავატარე პერიოდი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ. ჩემთვის საამაყო და საპატიოა თქვენთან ერთად ინგლისის ჩემპიონობა”, - დაწერა რანიერიმ.

კლაუდიო რანიერიმ “ლესტერი” 2015 წლის ივლისში ჩაიბარა. 2016 მაისში კი, “მელიებს” ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. 2016 წლის ნოემბერში, იტალიელმა “ლესტერის” ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და მოკრძალებული კლუბი პირველად თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. თუმცა, 2017 წლის 23 თებერვალს, კლაუდიოს თანამდებობა დაატოვებინეს...

0.118373