ფეხბურთი

18:02 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე მერვედფინალში დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში დღეს ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შემდგომაც საუკეთესო 16-ეულში მოხვედრილი გუნდები დაწყვილდნენ.

საკმაოდ საინტერესო წყვილი შეადგინეს ფრანგულმა "ლიონმა" და იტალიურმა "რომამ". "მანჩესტერ იუნაიტედი" აღნიშნულ ეტაპზე რუსეთის ვიცე-ჩემპიონ "როსტოვს" დაუპირისპირდება. ორი დერბიც გვექნება, კერძოდ, ბელგიური დერბი "გენტსა" და "გენკს" შორის, ასევე, გერმანულიც: "შალკე" - "გლადბახი".

აი, სრული ჩამონათვალიც:

"სელტა" (ესპანეთი) - "კრასნოდარი" (რუსეთი)

აპოელ (კვიპროსი) - "ანდერლეხტი" (ბელგია)

"შალკე" (გერმანია) - "გლადბახი" (გერმანია)

"ლიონი" (საფრანგეთი) - "რომა" (იტალია)

"როსტოვი" (რუსეთი) - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)

"ოლიმიაკოსი" (საბერძნეთი) - "ბეშიქთაში" (თურქეთი)

"გენტი" (ბელგია) - "გენკი" (ბელგია)

"კოპენჰაგენი" (დანია) - "აიაქსი" (ჰოლანდია)

უეფას ევროპა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 9 მარტს, ხოლო საპასუხო - ერთი კვირის თავზე, 16 მარტს გაიმართება.

0.124469