ფეხბურთი

12:26 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” იტალიურ კურსს ინარჩუნებს

ინგლისური “ლესტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვნილ კლაუდიო რანიერის, დიდი ალბათობით, მისივე თანამემამულე რობერტო მანჩინი შეცვლის. ბრიტანული გამოცემების ცნობით, სწორედ მანჩინი მიიჩნევა ვაკანტურ პოსტზე უმთავრეს კანდიდატად.

52 წლის იტალიელ სპეციალისტს ინგლისურ პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს - 2009-2013 წლებში ის “მანჩესტერ სიტის” თავკაცობდა და გუნდთან ერთად პრემიერლიგა (2011-2012 წლების სეზონი), ინგლისის თასი (2011) და სუპერთასი (2012) მოიგო.

მანჩინის ფეხბურთელობისას, კარიერის მიწურულს “ლესტერის” შემადგენლობაშიც უთამაშია, 2001 წელს “ლაციოდან” ინგლისურ კლუბში იჯარით მყოფმა “მელიების” ოთხ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

რობერტო მანჩინი ბოლოს მილანის “ინტერს” თავკაცობდა, რომელიც მიმდინარე სეზონის წინ დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118091