ფეხბურთი

16:44 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” სტუმრად ყველას ამარცხებს

“პორტუს” დამარცხებამ ტურინის “იუვენტუსს” ამ სეზონში რეკორდსმენის ტიტული მოუპოვა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ბებერ ქალბატონს” სტუმრად ჩატარებული ოთხი მატჩიდან ოთხი მოგება დაუგროვდა. “დინამო ზაგრებთან” (4:0), “ლიონთან” (1:0), “სევილიასთან” (3:1) და “პორტუსთან” (2:0).

“ბიანკონერის” შემდეგ შედეგიანობით მიმდინარე სეზონში გამოირჩა “პარი სენ ჟერმენი”, რომელსაც სტუმრად ორი მოგება და 1 ფრე დაუგროვდა. მადრიდის “რეალს” და “სევილიას” კი თითო-თითო მოგება და ორ-ორი ფრე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111586