ფეხბურთი

23:55 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" სიმეონეს მიუახლოვდა

ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცთან დიეგო სიმეონესთან მოლაპარაკებას აწარმოებს და შესაძლოა მომავალი სეზონიდან იტალიური გრანდის ხელმძღვანელად არგენტინელი ვიხილოთ. აღნიშნული ინფორმაცია football-italia-მ გაავრცელა.

ბოლო პერიოდში მასიმილიანო ალეგრის "იუვენტუსიდან" წასვლაზე ბევრი საუბრობს და იტალიელს ლონდონის "არსენალს" უკავშირებენ. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა არსენ ვენგერის მუშაობითაა უკმაყოფილო.

სიმეონე ესპანურ გუნდში 2011 წელს მივიდა და "როხიბლანკოსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა. არგენტინელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი თითო-თითოჯერ მოიგო. თავად სიმეონე კი ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი სამჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110557