ფეხბურთი

14:55 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი “ბებერი ქალბატონის” მიტოვებაზე ფიქრობს

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლეონარდო ბონუჩი კლუბის დატოვებას ფიქრობს. ამის მიზეზი ის სასჯელი გახლავთ, რომელიც ფეხბურთელს კლუბმა დააკისრა მასიმილიანო ალეგრისთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ “ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე შემრიგებლური ტონით ისაუბრა, ფაქტია, 29 წლის მცველი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს თვალყურს ტრიბუნებიდან მიადევნებს.

ბონუჩიმ დაინტერესება უკვე გამოიწვია და ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მისი შეძენისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ალეგრისთან სულ ცოტა ხნის წინ ურთიერთობა სტეფან ლიხშტაინერსა და პაულო დიბალასაც დაეძაბათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12855