ფეხბურთი

18:17 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: “აქამდე ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მიიჩნევს, რომ მის კარიერაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დგას. როგორც 29 წლის შემტევმა იტალიურ მედიას განუცხადა, აქამდე არცერთ სხვა გუნდში ასეთი ბედნიერი არ ყოფილა.

“აქ ყველაფერი ლამაზია, “იუვენტუსში”, ტურინში ვიპოვე ჩემი ცხოვრების მშვიდი წერტილი. სიამოვნებით დავრჩებოდი აქ სიკვდილამდე. აქამდე, არსად ისეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ, როგორც ამჟამად “იუვენტუსში”, - თქვა იგუაინმა.

შეგახსენებთ, გონსალო იგუაინი “ბებერ ქალბატონში” გასულ ზაფხულს “ნაპოლიდან” 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. “პიპიტამ” დღემდე ტურინული გრანდის მაისურით ჩატარებულ 32 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111559