ფეხბურთი

16:17 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17: ოქროს ლიგაში საუკეთესო რვა გუნდი ცნობილია

19 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. კალენდარული ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

ვერცხლის ლიგის VIII ტურის კუბიკისა და ელიტა ბურჯის შეხვედრით დაიწყო. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და სავაჭრო ცენტრ „კუბიკის“ მოულოდნელი გამარჯვებით, 6-5 დასრულდა.დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა ბანკი რესპუბლიკამ, რომელმაც საქრუსენერგოს სძლია 3-0.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ხუთეულში მყოფი, ავერსისა და შემოსავლების სამსახურის გუნდების დაპირისპირება. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, 2-2 დასრულდა.

უხვგოლიანი გამოდგა საბანკო დერბი, საქართველოს ბანკისა და ლიბერთი ბანკის გუნდების მონაწილეობით. მატჩის ბოლო ხუთ წუთში საქართველოს ბანკის ფეხბურთელებმა მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება, 7-3 სძლიეს მეტოქეს და სატურნირო ცხრილს 21 ქულით, კვლავ ერთპიროვნულად და უადანაკარგოდ ლიდერობენ.

დაგეგმილი ქულები მოიპოვეს დანარცენმა ფავორიტტებმა. ბაქსვუდმა მინა დაამარცხა 6-3, ხოლო ევროპაბეთმა აჭარა ჯგუფის გუნდს აჯობა 6-1.

19.02.2017. ვერცხლის ლიგა. VIII ტური

კუბიკი - ელიტა ბურჯი 6:5

ბანკი რესპუბლიკა - საქრუსენერგო 3:0

ავერსი - RS 2:2

საქართველოს ბანკი - ლიბერთი ბანკი 7:3

მინა - ბაქსვუდი 3:6

აჭარა ჯგუფი - ევროპაბეთი 1:5

ბომბარდირები: გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი), დიმიტრი ანდღულაძე (საქრუსენერგო) – 13, ნიკა გვაზავა (ავერსი), თორნიკე ბახტაძე (მინა) – 12, ზურაბ ჯინჭარაძე (ავერსი), სანდრო შეყლაშვილი (საქ. ბანკი), გიორგი ხაჩოშვილი (დომინო) – 11

მეშვიდე ტურის შემდეგ,ოქროს ლიგის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია. მოლოდინისამებრ ორივე ცენტრალური შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

შარშანდელი ფინალისტების, პატრულისა და ნატახტარის დაპირისპირება მოქმედი ჩემპიონის მარცხით დასრულდა - 2-3. ეს ძალოვნების მეორე წაგებაა მიმდინარე გათამაშებაში. ალიკ სარქისიანის თავკაცობით, ნატახტარის ფეხბურთელებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და დამსახურებული სამი ქულაც მოიპოვეს, რითიც მეხუთე პოზიცია გაიმყარეს და სამი ქულით ჩამორჩებიან გუშინდელ მეტოქეს, რომელმაც მიუხედავად მარცხისა, მაინც მოახერხა სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენა.

ეს შედეგი კი პატრულის უახლოესი მდევრის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 - ს წაგებამ განაპირობა, რომელმაც პირველი მარცხი, საქართველოს ფოსტის გუნდთან იწვნია - 6-4. მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და მიუხედავად სფფ-ს „ვარსკვლავური“ საბრძოლო შემადგენლობისა, „ფოსტალიონებმა“ შეძლეს ბრძოლაში დამსახურებული გამარჯვების მოპოვება.

საყაიმო ანგარიშების სერიას განაგრძობს ვითიბი ბანკი, რომელმაც ზედიზედ მესამე (!!!) შეხვედრა დაასრულა ფრედ. „ბანკირების“ მეტოქე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი იყო, რომელიც ითვლებოდა კიდეც წყვილის ფავორიტად, თუმცა გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და ისე დაშორდნენ ერთმანეთს - 1-1.

გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდმა, რომელმაც Menu.ge14-2 დაამარცხა. მორიგი გამარჯვება იზეიმა თავდაცვის სამინისტროს გუნდმა „არმიამ“, რომელმაც თბილისის მერიას სძლია 6-2.

ამრიგად, წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, უკვე ცნობილია ის რვა გუნდი რომელიც პლეიოფში განაგრძობს ასპარეზობას. ბრინჯაოს ლიგაში „გაინაღდეს“ ადგილები მერიამ და Menu.ge-მ. დარჩენილი ტურების მთავარი ინტრიგა სატურნირო ცხრილშიადგილების გადანაწილებაა, რის მიხედვითაც საბოლოოდ დაწყვილდებიან კიდეც გუნდები 1/4 ფინალში, სადაც გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

19.02.2017. ოქროს ლიგა. VII ტური

ვი თი ბი ბანკი - TTC 1:1

პატრული - ნატახტარი 2:3

სფფ-2 - საქ. ფოსტა 4:6

GWP – MENU.GE 14:2

არმია - თბილისის მერია 6:2

ბომბარდირები: ლევან კობიაშვილი (სფფ 2), თემურ ვაჩანძე (ფოსტა), გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 10, გიორგი აფციაური (GWP) – 9, დავით სირაძე (სფფ 2), ხვიჩა ყალიჩავა (არმია) - 8

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.21337