ფეხბურთი

3:03 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონას” ვაი გამარჯვება და ბეილის იღბლიანი დაბრუნება

ლა ლიგის 23-ე ტურში ოთხეულის ყველა წევრმა იმარჯვა და სხვებისთვის ნელ-ნელა მიუწვდომლები ხდებიან. თავის მხრივ, მოწინავე სამეულს ჯერჯერობით “ატლეტიკო” ჩამორჩება და ჩემპიონობის ძალიან მცირე შანსი თუ აქვს, ხოლო “რეალი”, “ბარსელონა” და “სევილია” ერთმანეთთან ახლოს ტრიალებენ და თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ლიდერთაგან პირველმა მადრიდის “ატლეტიკომ” ითამაშა, რომელიც გასვლაზე აუტსაიდერ “ხიხონს” დაუპირისპირდა და ასტურიელთა წინააღმდეგობა ბოლოს გატეხა. მე-80 წუთამდე 1:1 გახლდათ, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა კევინ გამეირომ 4 წუთსა და 43 წამში ჰეთ-თრიკი შეასრულა (1995/96 წლების სეზონის შემდგომ ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი) და “როხიბლანკომ” დიდი ანგარიშით იმარჯვა – 1:4.

“რეალმა” შინ “ესპანიოლი” მიიღო და 3 ქულა იოლად მოიპოვა. მადრიდელებმა ტაიმი ალვარო მორატას გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში 3-თვიანი პაუზის შემდგომ მინდორზე გარეტ ბეილი გამოჩნდა და დაბრუნება გატანილი გოლით აღნიშნა – 2:0.

მოიგო “სევილიამაც”, რომელმაც “სანჩეს პისხუანზე” მშვენიერ ფორმაში მყოფი “ეიბარი” მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველ ტაიმში პაბლო სარაბიამ შეაგდო, ხოლო მატჩის მიწურულს თავი ვიტოლომ გამოიჩინა და სევილიელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩს ჩინებულ ხასიათზე ხვდებიან – 2:0.

აი “ბარსელონას” კი, მოგება ძალიან გაუჭირდა და შეიძლება ითქვას, რომ 3 ქულის მოპოვებას არც იმსახურებდა. კატალონიელები ზუსტად ისე გამოიყურებოდნენ, როგორც სამშაბათს “პარის სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ. უბრალოდ 1 მნიშვნელოვანი სხვაობა იყო: მეტოქე ბევრად სუსტი და უკლასო გახლდათ. თანაც, “ლეგანესს” მთელ რიგ ეპიზოდებში ძალიან არ გაუმართლა და რამდენჯერმე გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

ანგარიში ლიონელ მესიმ მე-4 წუთზე გახსნა და ალბათ ყველამ იფიქრა, რომ პარიზელების ჯავრს საცოდავ “ლეგანესზე” იყრიდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. კასტილიელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ ტერ შტეგენმა ამის გაკეთების საშუალება არ მისცა და ტაიმი 1:0 დასრულდა. 71-ე წუთზე კი მოსახდენი მაინც მოხდა და ცვლილებაზე შემოსულმა უნაი ლოპესმა წონასწორობა აღადგინა. “ბარსელონა” ქულების დასაკარგად განწირული გახლდათ, მაგრამ 90-ე წუთზე ნეიმარის ბრწყინვალე ინდივიდუალურ თამაშს სტუმართა საჯარიმოში მანტოვანის უხეშობა და ერერინის კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც მესიმ ზუსტად შეასრულა. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა და ამ დროში “ლეგანესმა” მწვავედ შეუტია მეტოქეს. ნაბილ ელ ჟარის სულ ცოტა დააკლდა, თორემ “ბარსელონა” 2 ქულას დაკარგავდა – 2:1. აღსანიშნავია, რომ ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში მე-400 შეხვედრა ჩაატარა.

ევროპა ლიგაზე შერცხვენილი “ვილიარეალმა” ცხრილში მის წინ მყოფი “სოსიედადი” გასვლაზე დაამარცხა და მასთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. გამარჯვების მომტანი ბურთი 94-ე წუთზე სამუ კასტილიეხომ შეაგდო – 0:1.

“ვალენსიამ” გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “ბილბაოს” უმასპინძლა და შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ასე იოლად პირველად იმარჯვა. “ღამურები” დებიუტში ლუიშ ნანიმ დააწინაურა, ხოლო ტაიმის ბოლოს სიმონე ძაძამ პირველი ესპანური გოლი შეაგდო და მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის ბედი 58-ე წუთზე გადაწყდა: ხუთიოდე წუთის წინ შემოსულმა ადურისმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ განაგრძო. ამ დროისთვის კი, ერნესტო ვალვერდეს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა და ბასკები 10 კაცით დარჩნენ. შესაბამისად, ვერაფერი შეცვლას და “ლოს ჩემ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა – 2:0.

ერთადერთი აუტსაიდერი, რომელმაც ამ ტურში იმარჯვაა “გრანადა”. ლუკას ალკარაზის კრებულმა ანდალუსიურ დერბიში საკუთარ მოედანზე “ბეტისი” გაანადგურა და მე-17 ადგილოსან “ლეგანესს” 2 ქულითღა ჩამორჩება.

“დეპორტივო” შინ “ალავესთან” დამარცხდა, ხოლო “ოსასუნამ” სტუმრად “სელტასგან” 3 უპასუხო ბურთი გაუშვა.

ხიხონი – ატლეტიკო 1:4 (0:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, ამორობიეტა, კანელია, კასტელიანო, ვესგა, ს.ალვარესი, მ.გომესი (ჩოპი 84), დუგლასი, ბურგუი (ვ.როდრიგესი 84), ლ.ტრაორე (კ.კასტრო 76).
მწვრთნელი: რუბი

ატლეტიკო (4-4-2): მოია, სავიჩი, ლ.ერნანდესი, ლუისი, ვრსალკო, გაბი, კოკე, კარასკო (ტეიე 68), ა.კორეა (გამეირო 62), გრიზმანი, ფ.ტორესი (საული 62).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 კარასკო (46), 1:1 ს.ალვარესი (49), 1:2, 1:3, 1:4 გამეირო (80; 81; 85)
გაფრთხილებები: ვესგა – ტეიე
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

რეალი – ესპანიოლი 2:0 (1:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილია, ვარანი, პეპე, კარვახალი, ნაჩო (მარსელო 81), კოვაჩიჩი (კასემირო 61), კროოსი, ისკო, რონალდუ, ლ.ვაზკესი, მორატა (ბეილი 71).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, ო.დუარტე, დ.რეიესი, კარისოლი, დიოპი, ფუეგო, ხურადო (ა.ვაზკესი 82), ხ.ა.რეიესი (ჰ.პერესი 46), პიატი, ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 1:0 მორატა (33), 2:0 ბეილი (83)
გაფრთხილებები: კოვაჩიჩი, ისკო, კასემირო – ხ.მორენო, ფუეგო, დიოპი, კარისოლი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

დეპორტივო – ალავესი 0:1 (0:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, ალბენტოსა, ხუანფრანი, ლუისინიო, ბორგესი (ხოსელუ 71), გილერმე, კაკუტა (ხილი 56), გამა (ფაჟრი 83), ჩოლაკი, ანდონე.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ალავესი (4-4-2): პაჩეკო, ლაგუარდია, ფედალი, კიკო, ტ.ერნანდესი, მ.გარსია, მ.ლორენტე, იბაი (სობრინო 62), კამარასა, ტოკერო (ვიგარაი 90), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლი: მ.გარსია (68 პენ.)
გაფრთხილებები: გილერმე, ალბენტოსა, გამა, ლუქსი, ხილი – მ.ლორენტე, დეივერსონი, სობრინო
მსაჯი: ხაიმე ლატრე

სევილია – ეიბარი 2:0 (1:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ლენგლეტი, რამი, მერკადო (მარიანო 46), ესკუდერო, ნ’ზონზი, ნასრი (კრანევიტერი 70), სარაბია, იოვეტიჩი, ფ.ვაზკესი, ბენ იედერი (ვიტოლო 59).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ეიბარი (4-2-3-1): იოელი, მ.დოს სანტოსი, ლეიუნი, არბილია (ლუნა 67), კაპა, ფ.რიკო, ესკალანტე, ადრიანი (ბებე 67), პ.ლეონი, პენია (ნანო 82), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 სარაბია (30), 2:0 ვიტოლო (91)
გაფრთხილებები: ესკუდერო, მარიანო – არბილია, ფ.რიკო, მ.დოს სანტოსი, კაპა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

სოსიედადი – ვილიარეალი 0:1 (0:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, რ.ნავასი, ოდრიოზოლა, ბერჩიჩი, ილარამენდი, ზურუტუზა, პრიეტო (კანალესი 71), ოიარზაბალი (კონჩა 79), ველა, ხუანმი (ხონი 66).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ალვარო, მუსაჩიო, კოსტა, გასპარი, ტრიგეროსი (რ.ერნანდესი 46), ბ.სორიანო, ჯ.დოს სანტოსი (სანსონე 68), ჩერიშევი (კასტილიეხო 79), ადრიანი, ბაკამბუ.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: კასტილიეხო (94)
გაფრთხილებები: პრიეტო, რ.ნავასი – ჩერიშევი, რ.ერნანდესი, ბ.სორიანო
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

ვალენსია – ბილბაო 2:0 (2:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, მანგალა, მონტოია (კანსელო 79), სიკეირა, ე.პერესი (სოლერი 71), პარეხო, ორელიანა (ბაკალი 84), ნანი, ელ ჰადადი, ძაძა.
მწვრთნელი: ვორო

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე (ეჩიტა 30), ბოვედა, საბორიტი, დე მარკოსი, იტურასპე (უილიამსი 53), სან ხოსე, ლეკუე (ადურისი 53), მუნიაინი, რ.გარსია, ერასო.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ნანი (13), 2:0 ძაძა (45+1)
გაფრთხილებები: რ.გარსია
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

სელტა – ოსასუნა 3:0 (1:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ბლანკო, ფონტასი, ს.გომესი, პლანასი, ხონი, მ.დიასი, ვასი, რადოია, სისტო (ხოზაბედი 61), ბონგონდა (ჰიულსაგერი 85), როსი (ასპასი 73).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ოსასუნა (5-3-2): სირიგუ, დ.გარსია, ვუიადინოვიჩი, ოიერი, კლერკი, ბერენგერი, დე ლას კუევასი (მერიდა 69), რ.ტორესი, კაუსიჩი, ს.ლეონი (რივიერი 79), რიერა (კოდრო 84).
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

გოლები: 1:0 სისტო (23), 2:0 ხოზაბედი (87), 3:0 ასპასი (89)
გაფრთხილებები: ხონი
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ბარსელონა – ლეგანესი 2:1 (1:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მატიე, უმტიტი, რობერტო, დინიე (ალბა 81), რაკიტიჩი, გომეში (ინიესტა 80), რაფინია (დ.სუარესი 80), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, სიოვასი (პ.ინსუა 87), მანტოვანი, ტიტო, დ.რიკო, მორანი (უ.ლოპესი 65), ალბერტო, ელ ჟარი, გაბრიელი, შიმანოვსკი (მაჩისი 70), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 1:0, 2:1 მესი (4; 90 პენ.), 1:1 უ.ლოპესი (71)
გაფრთხილებები: დ.სუარესი – მანტოვანი, სიოვასი, ალბერტო
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.266548