ფეხბურთი

1:59 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A - ევროზონაში არაფერი იცვლება (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXV ტურის შემდგომ სატურნირო ცხრილში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა – ყოველშემთხვევაში, ევროზონაში მყოფმა ყველა გუნდმა მოიგო. ორი დღის წინ, “იუვენტუსმა”, “გუშინ, “ლაციომ” და “ატალანტამ”, ხოლო ტურის დასკვნით სათამაშო დღეს მათ “ინტერმა”, “ნაპოლიმ”, “რომამ” და “მილანმა” მიბაძეს.

“რომა” მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია, რაც სამიოდ დღის წინ, ევროპა ლიგაზე ესპანეთში, “ვილიარეალთან” მოპოვებული გამარჯვებითაც დადასტურდა. “მგლებმა” ამჯერად საკუთარ მოედანზე “ტორინოს” არ დაუტოვეს შანსი, არადა სინიშა მიხაილოვიჩს საკმაოდ მძლავრი კოლექტივი ჰყავს – შეხვედრის ბედი პირველივე წუთებზე გადაწყდა, როდესაც ედინ ჯეკომ და მოჰამედ სალაჰმა ორჯერ შეარხიეს პიემონტელთა კარის ბადე. მეორე ნახევარში კი, ლეანდრო პარედესმა და რაჯა ნაინგოლანმა ლამაზი გოლებით ანგარიშს სოლიდური სახე მისცეს. ერთადერთი, რასაც “ტორო” გამორჩა მაქსი ლოპესის პრესტიჟის გოლი იყო. “რომამ” საკუთარ მოედანზე მე-12 მატჩი იტალიის ჩემპიონატში და პირადი რეკორდის გაუმჯობესებას ამ მხრივ აგრძელებს. სხვათა შორის, ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში მინიმუმ 4 გოლის გატანა მეოტხედ შეძლო, რაც იტალიის სერია A-სთვის საუკეთესო მაჩვენებელია. “რომა” “იუვენტუსს” ისევ 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ აღებულ ტემპს თუ არ დააგდებს, ეგებ სეზონის ბოლოს რეალურ ბრძოლაში მართლაც ჩაერთოს.

“რომასი” არ იყოს, ჩინებულ ფორმაშია “ნაპოლიც” – მაურიციო სარის გუნდმა “რეალთან” განცდილი მძიმე მარცხი დაივიწყა და ვერონას “კიევოს” ოფლის დაუღვრელად წაართვა 3 ქულა. სხვათა შორის, “აძურიმ” იტალიის ჩემპიონატში მე-14 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა და ეს მისთვის საუკეთესო შედეგია 2010 წლის თებერვლიდან მოყოლებული. სამიდან ერთი გოლი მარეკ ჰამშიკმა გაიტანა (სეზონში მეათე). ორნიშნა ციფრს კი, სლოვაკმა კარიერაში მეოთხედ უწია, რაც ნახევარმცველისთვის შესაშური შედეგია. “ნაპოლი” სამეულში მყარადაა დამკვიდრებული და წინ თუ ვერ წაიწევს, ძნელად სავარაუდო ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს.

და მაინც, როგორც ჩანს, ბოლომდე ბრძოლას აპირებს მილანის “ინტერი” – სტეფანო პიოლის შეგირდებმა მორიგი სამი ქულა ბოლონიაში მოიპოვეს. თუმცა, ძალიან მძიმე ბრძოლაში. “ნერაძურიმ” სამი ქულის შინ წაღება 81-ე წუთზე გატანილი კინკილა გოლით მოახერხა. ეს გოლი კი, გაბრიელ ბარბოსამ გაიტანა, რომელიც მისთვის ევროპულ კარიერაში პირველია. ბრაზილიელს აქამდე ვისაც არ ეზარებოდა ყველა აკრიტიკებდა, მაგრამ ამ გოლის შემდეგ ყველას ერთი რამ ახსენდება – თავის დროზე, “ინტერში” სადებიუტო გოლი სწორედ “რენატო დალ არას” სტადიონზე გაიტანა ლეგენდარულმა რონალდომაც... “ინტერი” სამეულს, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონას ექვსი ქულით ჩამორჩება.

როგორც ჩანს, კრიზისი წარსულ ჩააბარა “მილანმა” – “როსონერიმ” ბოლო სამ მატჩში 7 ქულა მოიპოვა. ამჯერად ვინჩენცო მონტელას გუნდმა საკუთარ კედლებში უშუალო კონკურენტ ფლორენციის “ფიორენტინას” არაფერი დაუთმო და ტოსკანაში უქულოდ გაუშვა. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა: იურაი კუცკას გოლს სწრაფადვე უპასუხა ნიკოლა კალინიჩმა. აქვე გეტყვით, რომ ხორვატმა, მას შემდგომ, რაც “ფიორენტინაშია” გასვლით მატჩებში მე-14 გოლი შეაგდო და სტუმრად ამაზე უკეთესი შედეგიანობით ხსენებულ პერიოდში მხოლოდ გონსალო იგუაინი თამაშობს – 23 გოლი. დღევანდელი შეხვედრის ბედი კი, 31-ე წუთზე ესპანელმა ჟერარ დეულოფეუს გოლმა გადაწყვიტა. ექსბარსელონელმა საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი და ტექნიკური დარტყმით “მილანში” სადებიუტო გოლი შეაგდო და თან ძალიან დიდი მნიშვნელობის. მართალია, “მილანი” ჯერაც მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ნელ-ნელა ლომბარდიული გრანდი გონს მოდის და იქნებ უფრო მაღალ საფეხურზეც შეძლოს სეზონის დასრულება.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ბოლო ადგილოსანი “პესკარას” საოცარი თამაში – “დელფინებმა” საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურეს “ჯენოა” და სეზონში მოედანზე პირველი თამაში მოიგეს (აქამდე ადრიატიკოელებს ერთადერთი გამარჯვება “სასულოსთან” ქაღალდზე იმიტომ ჰქონდათ მითვლილი, რომ მაშინ მეტოქემ მოედანზე განაცხადში არმყოფი მოთამაშე შეუშვა). აქვე გეტყვით, რომ “პესკარამ” იტალიის ჩემპიონატში პირველად მოიგო ხუთბურთიანი სხვაობით. აქამდე მათთვის სარეკორდო მატჩი 1993 წლის მაისში შედგა, როდესაც “იუვენტუსს” 5:1 აჯობეს. ხსენებული ხუთი გოლიდან მასპინძლებმა სამი პირველ ტაიმში გაიტანეს და ესეც მათ ისტორიაში პირველად მოხდა. “პესკარას” ასეთი გარდაქმნა შემთხვევითობაა თუ ზდენეკ ზემანის დამსახურება მომავალი გვაჩვენებს. ისე კი, ჩეხი სპეციალისტის გუნდები როგორც წესი, განსაკუთრებულად შედეგიანი თამაშით გამოირჩევიან.

გენუაში, “სამპდორიამ” და “კალიარიმ” ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, ხოლო “უდინეზემ” შინ წააგო “სასუოლოსთან” (1:2), მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იგებდა. ისე, დიდად მასპინძელთა ქომაგები დამწუხრებულნი არ უნდა იყვნენ, რადგან უდინეს მათი და საერთოდ, ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ბრაზილიელი ზიკო სტუმრობდა...

“ბოლონია” – “ინტერი” 0:1 (0:0) VIDEO

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 28 066

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; მბაიე (კრაფტი 64), ტოროსიდისი, ოიკონომუ, მაზინა; ნადი (ტაიდერი 69), პულგარი (დი ფრანჩესკო 83), ჯემაილი; ვერდი, პეტკოვიჩი, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ინტერი” (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი; მურილო (ანსალდი 55), მედელი, მირანდა; კანდრევა (ბანეგა 74), გალიარდინი, ჟოაო მარიო, დ’ამბროზიო; ედერი, პერიშიჩი; პალასიო (გაბრიელ ბარბოსა 75)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 0:1 გაბრიელ ბარბოსა (81)

გაფრთხილება: ტოროსიდისი (84) – მირანდა (67), გაბრიელ ბარბოსა (82), დ’ამბროზიო (88), ბანეგა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 11 (7) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“კიევო” – “ნაპოლი” 1:3 (0:2) VIDEO

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 13 000

“კიევო” (4-3-2-1): სორენტინო; კაჩატორე, გამბერინი, სპოლი, გობი; იცკო, რადოვანოვიჩი (მეჯორინი 46), ჰეტემაი; კასტრო (დე გუზმანი 63), ბირსა; ინგლეზე (გაკპე 71)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ალანი (ზიელინსკი 42), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, პავოლეტი (მილიკი 71), ინსინიე (ჯაკერინი 79)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 ინსინიე (31), 0:2 ჰამშიკი (38), 0:3 ზიელინსკი (58), 1:3 მეჯორინი (72)

გაფრთხილება: კაჩატორე (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 12 (5) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 6:5

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“პესკარა” – “ჯენოა” 5:0 (3:0) VIDEO

პესკარა, “ადრიატიკო”

მაყურებელი: 13 000

“პესკარა” (4-3-3): ბიძარი; ძამპანო, სტენდარდო, კოდა (ბოვო 82), ბირაგი; მემუშაი, ბრუნო, ვერე (მუნტარი 72); ბენალი (პეპე 75), ჩერი, კაპრარი

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

“ჯენოა” (3-4-2-1): ლამანა; იცო, ბურდისო, ორბანი; ლაზოვიჩი (პინილია 46), კატალდი, ჰიემარკი (პანდევი 30), ლაქსალტი; რიგონი, პალადინო; სიმეონე (ედენილსონი 61)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 1:0 ორბანი (5, ა.გ), 2:0 კაპრარი (19), 3:0 ბენალი (31), 4:0 კაპრარი (81), 5:0 ჩერი (87)

გაფრთხილება: ბირაგი (12), კაპრარი (49) – რიგონი (9)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (6) – 8 (2) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ეუჯენიო აბატისტა

“სამპდორია” – “კალიარი” 1:1 (1:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ბერესჟინსკი, სილვესტრე, სკრიანიარი, პავლოვიჩი; პრატი (ლინეტი 55), ტორეირა, ბარეტო; ბრუნო ფერნანდესი (ჯურიჩიჩი 46); კვალიარელა, მურიელი (შიკი 81)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“კალიარი” (4-3-2-1): გაბრიელი; ისლა, პისაჩენე, ბრუნო ალვეში, მურუ; პადოინი (იბარბო 81), ტაკჩიდისი (დი ჯენარო 66), დესენა; იონიტა, ჟოაო პედრო; საუ (ბორიელო 85)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 0:1 ისლა (6), 1:1 კვალიარელა (22)

გაფრთხილება: ბრუნო ფერნანდესი (33), ტორეირა (59), კვალიარელა (87) – მურუ (25), ჟოაო პედრო (44), ტაკჩიდისი (62), გაბრიელი (78), იონიტა (85), ბორიელო (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 7 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: დავიდე მასა

“უდინეზე” – “სასუოლო” 1:2 (1:0)

უდინე, “დაჩია არენა”

მაყურებელი: 16 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა, ბადუ (მატოსი 84), ჰალფრედსონი (კუმსი 82); დე პაული, ძაპატა, ტერო (პერიკა 60)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, პელუზო, დელ’ორკო; პელეგრინი, აკვილანი, დანკანი (დეფრელი 66); ბერარდი (რიჩი 89), მატრი (მისიროლო 83), პოლიტანო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 ფოფანა (7), 1:1 დეფრელი (70), 1:2 დეფრელი (79)

გაფრთხილება: ჰალფრედსონი (30), დანილო (67), დე პაული (90) – აკვილანი (20), პელუზო (49)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 12 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“რომა” – “ტორინო” 4:1 (2:0) VIDEO

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 31 000

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; მანოლასი (ვერმაელენი 73), ფაციო, ჟუან ჟესუსი; ბრუნო პერესი, პარედესი, სტროტმანი (ტოტი 82), ემერსონი; ნაინგოლანი, სალაჰი; ჯეკო (პეროტი 89)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, დე სილვესტრი, მორეტი, ბარეკა; ბენასი (ბოიე 70), ლუკიჩი, ბაზელი; იაგო ფალკე (იტურბე 58), ბელოტი, ლიაიჩი (მაქსი ლოპესი 79)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 ჯეკო (10), 2:0 სალაჰი (17), 3:0 პარედესი (61), 3:1 მაქსი ლოპესი (84), 4:1 ნაინგოლანი (90)

გაფრთხილება: ლუკიჩი (56), ბენასი (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 8 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: მარკო გუიდა

“მილანი” – “ფიორენტინა” 2:1 (2:1)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 32 743

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, გომესი, პალეტა, ვანგიონი; კუცკა (ძაპატა 73), სოსა (პოლი 86), პაშალიჩი; სუსო, ბაკა, დეულოფეუ (ბერტოლაჩი 73)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; სალსედო, როდრიგესი, ასტორი; კიეზა (ბადელი 71), სანჩესი, ვესინო, კრისტოფორო (ტელო 71); ილიჩიჩი (საპონარა 81), ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 1:0 კუცკა (17), 1:1 კალინიჩი (21), 2:1 დეულოფეუ (31)

გაფრთხილება: ვანგიონი (45), გომესი (51), სუსო (74) – სალსედო (44), ვესინო (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 10 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: პაოლო ვალერი

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 19 გოლი, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 19, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 17, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 16, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 13.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.142767