ფეხბურთი

13:38 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

საგოლე გადაცემებში სანსონი დაწინაურდა

მარსელის "ოლიმპიკის" 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მორგან სანსონი მიმდინარე სეზონში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომლის საგოლე გადაცემათა რაოდენობა 10-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში ლიდერია.

ლიგა 1-ის 26-ე ტურში "მარსელმა" "რენი" 2:0 დაამარცხა და სანსონმა ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავდროულად ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლია, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება ამ სეზონში გაორმაგდა და 10 მილიონი ევროა.

მორგანს პრემიერლიგიდან "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი (9), სერია A-დან ხოსე კალეხონი ("ნაპოლი", 9), ლა ლიგიდან ტონი კროოსი ("რეალი", 9), ხოლო ბუნდესლიგიდან ემილ ფორსბერგი ("ლაიპციგი", 8) და უსმან დემბელე ("დორტმუნდი", 8) ჩამორჩებიან.

0.100446