ფეხბურთი

2:40 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" აღარ ხუმრობს - უკვე მეოთხე ადგილი

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა უდაოდ ბერგამოს “ატალანტაა” – ჯამპიერო გასპერინის გუნდი განაგრძობს კალჩოს საზოგადოების გაოცებას.

არამც და არამც, გასაოცარი “კროტონეს” ძლევა არ ყოფილა ბერგამოელთა მხრიდან, მაგრამ საოცარია თვითონ ის ფაქტი, რომ “ნერაძური” მეოთხე(!) ადგილზე მოკალათდა. პატარა ლომბარდიულ გუნდს 48 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე მყოფ “ნაპოლის” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

გასპერინის გუნდმა ამჯერად “ატლეტი აძურიზე” გასავარდნ ზონაში მყოფ “კროტნეს” ნიჭიერი განაპირა მცველის, ანდრეა კონტის ერთადერთი გოლით მოიგო. სხვათა შორის, აღნიშნულ მატჩში მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი დამყარდა – პირველი დარტყმა კარის მიმართულებით 34-ე წუთზე განხორციელდა მატჩში და ეს ყველაზე გვიანი მცდელობა სერია ა-ში წელს გოლის გატანისა ერთ კონკრეტულ თამაშში.

დღის მეორე შეხვედრაში კი, რომის “ლაციომ” მძიმე ბრძოლაში მოიპოვა სამი ქულა და მეხუთე ადგილზეა. არც სამეულია ძალიან შორს – სიმონე ინძაგის გუნდის მთავარი პრობლემა წლეულს მომენტების რეალიზებაა. ეს “კარლო კასტელანიზე” გამართულმა თამაშმაც ცხდაყო – “ლაციალე” უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მაინც გაუჭირდა. ეგ კი არა, თავიდან მასპინძლები იგებდნენ, მაგრამ ჩირო იმმობილესა და ბალდე კეიტას გოლებით რომაელებმა სამი ქულა მაინც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ იმმობილეს სერია ა-ში 27 გუნდის წინააღმდეგ უთამაშია და “ემპოლი” ოცდამეოთხეა მათ შორის, ვის კარში ერთი გოლი მაინც გაუტანია. "ემპოლის" რიგებში არ უთამაშია ლევან მჭედლიძეს, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

“ატალანტა” – “კროტონე” 1:0 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (3-4-2-1): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი, კესიე, ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი; პეტანია, გომესი (კრისტანტე 90)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“კროტონე” (3-4-3): კორდაზი; ჩეკერინი, დოს სანტოსი (ნვანკვო 71), ფერარი; როზი, ბარბერისი, კრისეტიჯი, სამპირისი; აკოსტი (ნალინი 78), ფალჩინელი, სტოიანი (ტონევი 62)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლი: 1:0 კონტი (48)

გაფრთხილება: ფოილერი (52), კონტი (78) – როზი (29), დოს სანტოსი (45), ფერარი (58), კრისეტიჯი (66), ჩეკერინი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 4 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ემპოლი” – “ლაციო” 1:2 (0:0)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 500

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი (ვესელი 78), ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსე, კროჩე (მაური 74); ელ კადური; პუჩარელი, მაკარონე (ტიამი 71)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

“ლაციო” (4-3-3): სტრაკოშა; ბასტა (ბასტოსი 86), ჰუდტი, უოლასი, რადუ (ჯორჯევიჩი 78); პაროლო, ბილია, ლულიჩი; ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, მილინკოვიჩ-სავიჩი (კეიტა 57)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 კრუნიჩი (67), 1:1 იმმობილე (68), 1:2 კეიტა (80)

გაფრთხილება: კოსტა (2), დიუსე (84), ვესელი (90) – ბილია (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 15 (9) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 1:9 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

ბომბარდირები: გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 19 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 18, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 17, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 16, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 13.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.199527