ფეხბურთი

19:57 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ბარსაში" არასდროს დავბრუნდები"

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მისი კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნება გამორიცხა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, იგი “კამპ ნოუზე” არასდროს დაბრუნდება.

“გამორიცხულია – მე “ბარსელონაში” მთავარი მწვრთნელის რანგში აღარასოდეს დავბრუნდები – იქ ჩემი დრო დასრულებულია”, - თქვა პეპმა.

შეგახსენებთ, გვარდიოლას “ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნებაზე ხმები ბოლო დროს დაირხა – მას შემდგომ, რაც ლუის ენრიკეს “ბლაუგრანაში” წყალი შეუდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111344