ფეხბურთი

12:00 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასი: "ბუფონი სპორტის ისტორიის ნაწილია"

პორტუგალიური “პორტუს” ლეგენდარული კარის დარაჯი იკერ კასილიასი “პორტუსა” და “იუვენტუსის” შეხვედრის წინ, იტალიელ კოლეგას, ჯანლუიჯი ბუფონს საჯაროდ აქებს.

ვეტერანი ესპანელის განცხადებით, ბუფონი სპორტის ისტორიის ნაწილია. როგორც იკერმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს განუცხადა, ჯიჯის წინააღმდეგ თამაშით სიამოვნებას განიცდის.

“მე გამიმართლა, რომ ჯიჯიზე სამი წლით პატარა ვარ – ჩვენ ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით საფეხბურთო მოედანზე და ჩვენი კარიერა ძალიან წააგავს ერთმანეთს. ორივემ მოვიგეთ ბევრი ტიტული და ხშირად დავუპირისპირდით ერთმანეთს. ვფიქრობ, იტალიას აღარ ეყოლება ისეთი მეკარე, როგორიც ბუფონია. ევროპასა და მსოფლიოში იგი განიხილება ერთ-ერთ საუკეთესოდ.

ჩვენს შორის ყოველთვის ჯანსაღი კონკურენცია იყო და ერთმანეთთან დაპირისპირების დროს დიდ სიამოვნებას განვიცდით. ჯიჯი მსოფლიოს მასშტაბით აღმაფრთოვანებელი მეკარე და სპორტის ისტორიის ნაწილია.

“იუვენტუსთან” მატჩი? – “პორტუში” ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ვარ, რადგან ისეთ ტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, უამრავჯერ მითამაშია. ეს იქნება ორი ძალიან რთული შეხვედრა. “იუვე” ფავორიტია, მაგრამ მოტივაციის ხარჯზე, გამარჯვების სურვილითა და გამბედაობით შეგვიძლია ეს ბარიერი დავძლიოთ”, - აღნიშნა კასილიასმა.

0.118613