ფეხბურთი

12:00 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "რეალი" და "იუვე" ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები არიან"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი, რომელიც ბოლო პერიოდში საფეხბურთი ექსპერტად მუშაობს, Gazzetta Dello Sport-თან საუბარში აღნიშნავს, რომ “ბარსელონას” ეპოქა დასრულებულია.

თავის დროზე, ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელმა სპეციალისტმა ლიგის მთავარი ფავორიტებიც დაასახელა – მადრიდის “რეალი” და ტურინის “იუვენტუსი”.

“ბარსელონას” მეფე მოკვდა – მაგრამ, სამაგიეროდ, არსებობს “რეალი”, რომელიც ძალიან მოტივირებულია და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. იგივეს ვიტყოდი “იუვენტუსზე” – ტურინელები ჩემი აზრით, ძალიან გაიზარდნენ და სრულიად შეეფერებათ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტობა “რეალთან” ერთად.

“ბაიერნი”? – მე ვერ დავაყენებდი მიუნხენელებს “რეალთან” და “იუვესთან”, რადგან ამ გუნდში ვერ ვხედავ დიდ მოტივაციას.

რაც შეეხება “ბარსელონას”, კატალონელებში ვეღარ ვხედავ აგრესიას, შიმშილს, გამარჯვების წყურვილს. ეს, ის გუნდი არაა, რომელიც 10 წელი დომინირებდა. ახლა, თითქოს, “ბარსელონა” აგურის კედელს დაეჯახა და ლიონელ მესისაც არაფრის გაკეთება შეუძლია”, - აღნიშნა საკიმ.

0.129886