ფეხბურთი

11:00 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

არც იბრა და არც ჯეკო - ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე ჯენქ თოსუნია

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური მატჩების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელად სტამბოლის “ბეშიქთაშის” წევრი ჯენქ თოსუნი დასახელდა. თურქმა ფეხბურთელმა გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო და ხმების 71% დააგროვა.

მეორე ადგილზე გავიდა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიში, რომელმაც “სენტ-ეტიენთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა. შვედმა ხმათა მხოლოდ 18% მიიღო. ზლატანის მსგავსად, სამი გოლი გაიტანა ესპანური “ვილიარეალის” კარში “რომას” შემტევმა ედინ ჯეკომ, მაგრამ იგი მხოლოდ მესამე ადგილს და 8%-ს დასჯერდა.

ბოლო მეოთხე ადგილი კი, “ლიონის” თავდამსხმელ ალექსანდრ ლაკაზეტს ერგო (3%), რომელმაც ჰოლანდიურ “ალკმაართან” დუბლი გაიფორმა.

რაც შეეხება კვირის საუკეთესო მოთამაშე ჯენქ თოსუნს, მან ბეერ-შევას “ჰაპოელთან” ერთი გოლი შეაგდო და საგოლე გადაცემაც მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ჯენქი, მიუხედავად აღნიშნული აღიარებისა, კვირის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა...

0.112316