ფეხბურთი

10:30 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი - არიენ რობენი

უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრთა გამოკითხვის შედეგად მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი არიენ რობენი დასახელდა. ვეტერანმა ჰოლანდიელმა ხმების 38% მიიღო და კონკურენტებს დამაჯერებლად აჯობა.

მეორე ადგილზე “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გავიდა 24%-ით, ხოლო მესამე პოზიცია ლისაბონის “ბენფიკას” მეკარემ ედერსონმა 23% ხმით დაიკავა.

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” არგენტინელ შემტევ ანხელ დი მარიას მეოთხე ადგილი ერგო – 15%.

არიენ რობენმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ლონდონის “არსენალის” კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114499