ფეხბურთი

21:10 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" ლოპესს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მარსელის "ოლიმპიკმა" 19 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს მაქსიმე ლოპესს კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფრანგი ფეხბურთელი მთავარ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლოპესის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100041