ფეხბურთი

13:46 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონაში“ ახალი მთავარი მწვრთნელის მიწვევის შესაძლებლობას განიხილავენ

კატალონიური „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის მიწვევის ვარიანტს განიხილავს.

AS-ის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ უახლოეს დღეებში სპორტულ დირექტორ რობერტო ფერნანდესს შეხვდება და ზემოთნახსენებ საკითხზე ისაუბრებენ. აქამდე ბართომეუ და მისი თანამშრომლები ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობდნენ, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ლუის ენრიკეს ტაქტიკური მონახაზები, შემადგენლობის როტაცია და შეცვლები არ მოსწონდათ. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ენრიკე კლუბს დატოვებს.

მთავარ მწვრთნელს „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ვადა სწორედ 2017 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პსჟ-სთან 0:4 მარცხის შემდეგ, მისი შემცვლელის მოძებნის საკითხი აქტუალური გახდა. პსჟ-სთან განმეორებითი მატჩი 8 მარტს გაიმართება.

0.100488