ფეხბურთი

15:49 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: “იმედია “მილანი” დონარუმას შეინარჩუნებს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ “ლაციოსთან” (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სამსაჯო გადაწყვეტილებებში არასოდეს ერევა, თუმცა დონარუმას სრული ნდობა გამოუცხადა.

“იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი? ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. დონარუმამ მითხრა, რომ ის არ შეხებია და მე მჯერა მისი. კმაყოფილი ვარ ჯიჯის თამაშით, მას უყვარს “მილანი” და იმედია კლუბი შეინარჩუნებს. არც აბატეს მომენტზე მინდა კომენტარის გაკეთება. არასოდეს ვერევი მსაჯის საქმეებში. ძალიან სამწუხაროა, რომ ვაგებდით, მაგრამ ბოლოს გავათანაბრეთ. პოლიმ მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც შევცვალე, თუმცა ბოლოს გასახდელში ვნახე და იღიმოდა”, – განაცხადა მონტელამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127028