ფეხბურთი

2:32 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი, ბელოტი და ჯეკო - კალჩოს მთავარი ინტრიგა ბომბარდირთა დავაშია (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XIV ტურის შემდეგ სატუნრირო ცხრილის ზედა ნაწილში ცვლილებები არ მომხდარა – “იუვენტუსმა”, “რომამ” და “ნაპოლიმ” დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს.

“ნაპოლიმ” ორი დღის წინ ითამაშა და აღნიშნულ თამაშზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი, დღეს გამართული მატჩების შესახებ – ტურინის “იუვენტუსი” სარდინიაზე ჩავიდა და სამი ქულა სახლში უპრობლემოდ წაიღო. “იუვეს” უპირატესობა როგორც ხშირად ხდება ხოლმე იტალიაში, არც ამჯერად დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ და კუნძულელებს საქმე მეორე ტაიმის დასაწყისში მოუმთავრა. “ბებერმა ქალბატონმა” მისთვის ყველაზე პოპულარული ანგარიშით მოიგო – 2:0. დუბლი გაიფორმა გონსალო იგუაინმა და ბომბარდირთა დავაში ედინ ჯეკოს გაუტოლდა. სხვათა შორის, “პიპიტამ” ზედიზედ ხუთ გასვლით მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. მოკლედ, არგენტინელი გადახდილ 90 მილიონს ნელ-ნელა ამართლებს. “იუვენტუსი” ისევ კომფორტულად ლიდერობს ჩემპიონატს და მასიმილიანო ალეგრის ერთადერთი რაც უნდა აფიქრებდეს, ჯორჯო კიელინის ტრავმაა, რომელიც მატჩის დასაწყისშივე შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია ჯორჯოს ტრავმის ხარისხი. აქვე გეტყვით, რომ სერია ა-ში ალეგრიმ მეასედ გაწვრთნა “იუვე” და აქედან თამაშების 75% მოიგო...

სანამ “იუვენტუსი” მოიგებდა, მანამდე მოიპოვა სამი ქულა “რომამ” – ლუჩანო სპალეტის გუნდი აუტსაიდერ “კროტონეს” სტუმრობდა და გამარჯვება არ გასჭირვებია. ისევ გაიტანა რაჯა ნაინგოლანმა პირადი რეკორდი დაამყარა სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით – 6. მეორე ბურთი ედინ ჯეკოს ანგარიშზეა. ბოსნიელი მართლაც გასაოცარ ფორმაშია, თუმცა მანამდე პენალტი ვერ გამოიყენა და ასეთი რმა სეზონში მეორედ დაემართა. მიმდინარე სეზონში კი, ერთ ფეხბურთელს ორი პენალტი მის გარდა არავის აქვს გაცუდებული. როგორც თავად თქვა, ამიერიდან ტერთმეტი მეტრიდან ბედს სხვა მოთამაშეები ცდიან.

ერთი კვირის წინ, “დიდ იტალიურ დერბიში” მარცხის მერე მოიგო მილანის “ინტერმა”. “ნერაძურიმ” შინ “ემპოლის” ედერისა და ანტონიო კანდრევას გოლებით აჯობა. სხვათა შორის, 2015 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ედერმა ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ფრანგმა ჟოფრი კონდოგბიამ კი, მორიგი უფერული მატჩი ჩაატარა და მხოლოდ იმით გამოირჩა, რომ თამაშის წესი რვაჯერ დაარღვია, რაც სეზონის რეკორდია. “ემპოლის” რიგებში არ უთამაშია ლევან მჭედლიძეს – მცირე ტრავმის გამო.

ჩინებული მატჩი ჩაატარა “ტორინომ”, რომელმაც “პესკარას” 5:3 აჯობა. თუმცა, კარგა ხანს 5:0 იგებდა და ბოლოს მოეშვა. აღსანიშნავია, რომ “ხარებმა” სეზონში მესამედ შეაგდეს ხუთი გოლი და ასეთი შედეგი მხოლოდ “ნაპოლის” აქვს. ისიც საგულისხმოა, რომ სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა “პესკარას” პირველ 15 წუთში სამი გოლი გაუტანა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია. დუბლით გამოირჩა ანდრეა ბელოტი და 17 ბურთი დაუგროვდა, შესაბამისად, ბომბარდირობაზე სერიოზული განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს.

მორიგი თამაში წააგო რობერტო დონადონის “ბოლონიამ” და გამოცდილ სპეციალისტს უკვე წყალი შეუდგა – “ნაპოლისთან” და “მილანთან” შოკისმომგვრელი მარცხის მერე ემილიელები გენუაში ჩავიდნენ და “სამპდორიას” კარგა ხანს უგებდნენ, მაგრამ ატჩის ბოლო 10 წუთში სამი გოლი მიიღეს და უქულოდ დარჩნენ. “სასუოლომ” “კიევოსთან” 10 ფეხბურთელით ითამაშა ფაქტობრივად 90 წუთი. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰოლანდიელი მცველი ტიმო ლეტშერტი მესამე წუთზე გააძევეს – მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი. ბერგამოს “ატალანტამ” “პალერმოს” ადვილად რომ მოუგო, არავსი გაკვირვებია. გასაკვირი ისაა, რომ ჯამპიერო გასპერინი გუნდი ფანტასტიკურ თამაშს აგრძელებს და როგორც ჩანს, ევროპა ლიგის საგზურს მართლაც უმიზნებს.

XXIV ტური ორშაბათს, “ლაციოსა” და “მილანის” მატჩით დასრულდება.

“კროტონე” – “რომა” 0:2 (0:1) VIDEO

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 6 000

“კროტონე” (5-3-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, დუსენე (ტროტა 76), ფერარი, მესბა (სამპირისი 55); ტონევი (ნალინი 81), კაპეცი, კრისეტიჯი; აკოსტი, ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; მანოლასი, ფაციო, რუდიგერი; ბრუნო პერესი (მარიო რუი 88), სტროტმანი, პარედესი, ემერსონი; ნაინგოლანი (პეროტი 90), სალაჰი (დე როსი 80); ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ნაინგოლანი (40), 0:2 ჯეკო (77)

გამოუყენებელი პენალტი: ჯეკო (17)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 9 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 6:4

მსაჯი: კარმინე რუსო

“ინტერი” – “ემპოლი” 2:0 (1:0) VIDEO

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 42 000

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; მურილო, მედელი, მირანდა, დ’ამბროზიო (ანსალდი 46); გალიარდინი, კონდოგბია; კანდრევა, ჟოაო მარიო, ედერი (პინამონტი 80); პალასიო (გაბრიელი 74)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი, კოშიჩი, დიმარკო (ბარბა 65), ლაურინი; კრუნიჩი (ზაიჩი 76), დიუსე, კროჩე; ელ კადური (ტელო 82); მაკარონე, პუჩარელი

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

გოლები: 1:0 ედერი (14), 2:0 კანდრევა (54)

გაფრთხილება: კონდოგბია (45) – ელ კადური (42), დიმარკო (50)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (9) – 7 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“პალერმო” – “ატალანტა” 1:3 (1:2) VIDEO

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 15 000

“პალერმო” (4-3-3): პოსავეცი; რისპოლი, გონსალესი, გოლდანიგა, პეცელა; ბრუნო ენრიკე (ბალოგი 84), იაიალო, ჩოჩევი (გაცი 74); ემბალო, ნესტოროვსკი, ტრაიკოვსკი (დიამანტი 55)

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

“ატალანტა” (4-3-1-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი, კესიე (გრასი 86), ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი (კრისტანტე 70); პეტანია, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 კონტი (19), 0:2 გომესი (26), 1:2 ჩოჩევი (41), 1:3 კრისტანტე (79)

გაფრთხილება: რისპოლი (11), გონსალესი (23), გოლდანიგა (73) – ფროილერი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 16 (7) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

“სასუოლო” – “კიევო” 1:3 (1:1)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, ლეტშერტი, აჩერბი, პელუზო; აკვილანი, პელეგრინი (რაგუზა 72), დანკანი; ბერარდი (იემელო 78), მატრი (ანტეი 56), პოლიტანო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“კიევო” (4-3-2-1): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, სპოლი, გობი (მეჯორინი 46); იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; კასტრო, ბირსა (დე გუზმანი 73); ინგლეზე (გაკპე 85)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 მატრი (24), 1:1 ინგლეზე (39), 1:2 ინგლეზე (56), 1:3 ინგლეზე (67)

გაფრთხილება: დაინელი (36), გობი (45), გაკპე (90)

გაძევება: ლეტშერტი (4)

გამოუყენებელი პენალტი: ინგლეზე (4)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 17 (8) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 0:6

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“ტორინო” – “პესკარა” 5:3 (3:0) VIDEO

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი: 19 000

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; დე სილვესტრი, აჯეტი, მორეტი, ბარეკა; ბენასი, ლუკიჩი (აკქუა 56), ობი (გუსტაფსონი 45); იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი (ბოიე 80)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ძამპანო, სტენდარდო (კოდა 46), ფორნასიერი, ბირაგი; ბენალი, ბრუგმანი (ბრუნო 57), მემუშაი; ვერე, კასტანოსი (კრეშენცი 27); კაპრარი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

გოლები: 1:0 იაგო ფალკე (2), 2:0 აჯეტი (10), 3:0 ბელოტი (15), 4:0 ლიაიჩი (53), 5:0 ბელოტი (61), 5:1 აჯეტი (74, ა.გ), 5:2 ბენალი (75), 5:3 ბენალი (83)

გაფრთხილება: ლუკიჩი (32) - სტენდარდო (4), ფორნასიერი (25), კოდა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 5 (5) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 0:6

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“სამპდორია” – “ბოლონია” 3:1 (0:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ბერესჟინსკი, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი (დოდო 46); პრატი, ტორეირა, ლინეტი (ჯურიჩიჩი 46); ბრუნო ფერნანდესი (შიკი 59); კვალიარელა, მურიელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; ტოროსიდისი, ოიკონომუ, მაიეტა (მბაიე 13), მაზინა; დონსა, პულგარი, ჯემაილი; ვერდი (დი ფრანჩესკო 85), დესტრო (სადიქი 45), კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 0:1 ჯემაილი (19), 1:1 მურიელი (82, პენ), 2:1 შიკი (83), 3:1 მბაიე (88, ა.გ)

გაფრთხილება: შიკი (63), ტორეირა (72) - მაიეტა (12), მბაიე (45), ტოროსიდისი (82), ჯემაილი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 11:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“კალიარი” – “იუვენტუსი” 0:2 (0:1) VIDEO

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 12 000

“კალიარი” (4-3-1-2): რაფაელი; პიზაჩენე (პადოინი 81), კაპუანო, ბრუნო ალვეში, მურუ; ისლა, დესენა (იონიტა 62), ბარელა; დი ჯენარო; საუ, ბორიელო (იბარბო 75)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი (რუგანი 18), ალექს სანდრო; ხედირა, მარკიზიო (პიანიჩი 67); კუადრადო, დიბალა (ლემინა 90), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 იგუაინი (37), 0:2 იგუაინი (48)

გაფრთხილება: ბარელა (27, 67), ისლა (78), დი ჯენარო (86) – ლიხშტაინერი (12), კიელინი (14), მარკიზიო (43), კუადრადო (57), მანჯუკიჩი (90)

გაძევება: ბარელა (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 11 (5) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

ბომბარდირები: გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) - 18 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 18, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 17, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 16, მაურო იკარდი (“ინტერი”), - 15, ჩირო იმობილე (“ლაციო”) – 12.

თეგებისერია A
0.274455