ფეხბურთი

20:21 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინიოს პსჟ ყველაფერზე მეტად უყვარს

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ წარსული გაიხსენა და კერძოდ, ის პერიოდი, როდესაც ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” გამოდიოდა. 44 წლის არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, პსჟ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია.

“ვცდილობ ვუყურო პსჟ-ს მატჩებს, როცა დრო მაქვს. მე ეს გუნდი მიყვარს და ჩემია. ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა”, - თქვა პოჩეტინიომ.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ცოტა ხნის წინ ისიც თქვა, რომ მომავალში პარიზულ გუნდს აუცილებლად გაწვრთნის.

ფეხბურთელობისას მაურისიო პოჩეტინიო პსჟ-ში 2001-2003 წლებში თამაშობდა და პარიზელების ღირსება ასამდე მატჩში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059823