ფეხბურთი

12:49 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ბეილი დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში კარგი ამბებია – ხანგრძლივი პაუზის მერე ვარჯიში განაახლა გუნდის უელსელმა გარემარბმა გარეტ ბეილმა. 27 წლის ფეხბურთელმა კვირას გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

როგორც ბეილმა სოციალურ ქსელში დაწერა, ახლა ერთი სული აქვს, თამაში დაიწყოს და “რეალს” დაეხმაროს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ნაკლებ სავარაუდოა ზინედინ ზიდანმა გარისკოს და უელსელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” მატჩში დატვირთოს. უფრო მოსალოდნელია, რომ მისი დაბრუნება ერთი კვირის შემდგომ “ესპანიოლთან” მოხდება.

შეგახსენებთ, გარეტ ბეილმა ტრავმა გასული წლის 22 ნოემბერს, ლისაბონის “სპორტინგთან” მატჩში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109508