ფეხბურთი

0:16 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ჩემპიონი კრახის წინაშეა

პრემიერლიგის 25-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ჩელსიმ” “ტურფ მურზე” ქულები დაკარგა, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდისთვის ეს საგანგაშო ნამდვილად არაა, რადგან ისინი უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებენ.

“ჩელსისთვის” შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-7 წუთზე მათი კონტრშეტევა პედროს გოლით დასრულდა. “ბარნლის” მოთამაშეებს ყურები არ ჩამოუყრიათ და 24-ე წუთზე გაათანაბრეს: ბრედიმ შესანიშნავი საჯარიმო გაიტანა.

“არისტოკრატებს” მოსაგებად დიდი დრო ჰქონდათ, თუმცა წინა მატჩებთან შედარებით ინერტულად გამოიყურებოდნენ და მასპინძლებს უკეთესი საგოლე შანსები ჰქონდათ, მაგრამ ტიბო კურტუამ პირველ ნახევარში ლოუტონს, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში გრეის არ გაატანინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

შავი დღეები უდგას მოქმედ ჩემპიონს. “ლესტერი” “ლიბერთი სთედიუმზე” “სუონსისთან” უშანსოდ დამარცხდა და გასავარდნ ზონას ერთი ქულითღა უსწრებს. “მელიებმა” ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგეს. ამ თამაშებში მათ გოლი არ გაუტანიათ, ხოლო 12 ბურთი გაუშვეს. რაც შეეხება აღნიშნულ დაპირისპირებას, “გედებმა” მოუსონის და ოლსონის გოლებით იმარჯვეს – 2:0.

ბარნლი – ჩელსი 1:1 (1:1)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, კინი, მი, უარდი, ლოუტონი, ბოიდი, ვესტვუდი, ბარტონი, ბრედი (არფილდი 65), ა.გრეი (ვოკსი 82), ბარნესი.
მწვრთნელი: სეან დიჩი

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, მატიჩი (ფაბრეგასი 67), კანტე, მოზესი (ვილიანი 72), ალონსო, აზარი, პედრო (ბაჩუაი 87), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 პედრო (7), 1:1 ბრედი (24)
გაფრთხილებები: ვესტვუდი, ლოუტონი, ბარტონი – ლუისი, ფაბრეგასი
მსაჯი: კევინ ფრენდი

სუონსი – ლესტერი 2:0 (2:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, მოუსონი, ფერნანდესი, ოლსონი, ნოუტონი, კორკი, ფერი, კეროლი, დაიერი (რუტლიჯი 7; ნარსინგი 89), სიგურდსონი, ლორენტე (ჯ.აიუ 72).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი (ამარტი 70), ფუქსი (ჩიუელი 46), ნდიდი, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი (სლიმანი 46), მაჰრეზი, დ.გრეი, ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 მოუსონი (36), 2:0 ოლსონი (45+2)
გაფრთხილებები: ფერი, კორკი – ჰუტი, ჩიუელი
მსაჯი:
ჯონათან მოსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110956