ფეხბურთი

2:09 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" "უდინეზესთან" გაილაღა

იტალიის სერია A-ს XXIV ტურის მეორე შეხვედრა ფლორენციაში გაიმართა – “ფიორენტინამ” “უდინეზეს” უმასპინძლა და ადვილად დაამარცხა.

მასპინძელთა უპირატესობა მთელი თამაში იგრძნობოდა და ისიც, რომ პაულო სოუზას გუნდი მეტოქეზე კლასით აშკარად ამღლა იდგა. საბოლოოდ დაფიქსირებულმა ანგარიშმაც სურად ასახა ის, რაც მინდორზე ხდებოდა. პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლები ვეტერანმა ესპანელმა ბორხა ვალერომ დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარში მის გოლს ხუმა ბაბაკარმა და ფედერიკო ბერნარდესკიმაც მიაყოლეს ორი გოლი – 3:0.

აღსანიშნავია, რომ ფლორენციელი ტიფოზები საკუთარ გუნდზე გაბრაზებულები იყვნნე და დიდი ბანერიც დაახვედრეს ფეხბურთელებს: “ჩვენ გავხსოვს რომი” – მოგეხსენებათ, “ვიოლამ” წინა ტურში “რომასთან” დიდი ანგარიშით 4:0 წააგო. არავინ იცის, მოულბო თუ არა, გული ტიფოზერიას დღევანდელმა მოგებამ, მაგრამ ფაქტია, რომ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით “იებმა” სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალეს.

სერია ა-ს XXIV ტურის დანარჩენი მატჩები კვირას გაიმართება, ტური კი, ორშაბათს, “ლაციოსა” და “მილანის” შეხვედრით დასრულდება.

“ფიორენტინა” – “უდინეზე” 3:0 (1:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 23 360

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი; კიეზა, ვესინო (საპონარა 75), ბადელი, მილიჩი; ბორხა ვალერო, ბერნარდესკი (ტელო 84); ბაბაკარი (კალინიჩი 67)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა, ჰანფრედსონი, იანკტო (ბადუ 46); დე პაული (პერიკა 54), ძაპატა, ტერო (მატოსი 77)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 ბორხა ვალერო (41), 2:0 ბაბაკარი (62), 3:0 ბერნარდესკი (80, პენ)

გაფრთხილება: ბერნარდესკი (30), მილიჩი (84) – ჰალფრედსონი (39), ფოფანა (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (10) – 8 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156736