ფეხბურთი

15:35 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ დე ხეა - "იუვენტუსი" ბუფონის შემცვლელს ესპანელში ხედავს

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელის ძებნას შეუდგა. უკვე ძველი თემაა, რომ “ბებერი ქალბატონის” ინტერესის სფეროში იმყოფება “მილანის” 18 წლის კიპერი ჯანლუიჯი დონარუმა, თუმცა იტალიური გრანდის შეფებისთვის დონარუმა ერთადერთი ვარიანტი არაა.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, “იუვე” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯის, დავიდ დე ხეას ტრანსფერზე იწყებს მუშაობს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია სხვა ხელჩასაჭიდი ინფორმაცია.

აქვე შეგახსენებთ, რომ 39 წლის ჯანლუიჯი ბუფონს “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. სწორედ ხსენებული სეზონის შემდეგ აპირებს ლეგენდარული მეკარე კარიერის დასრულებას.

0.110386