ფეხბურთი

0:08 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ლივერპულმა” უიღბლო სერია “ჩელსის” სასარგებლოდ შეწყვიტა

პრემიერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდ როუდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია “ტოტენჰემთან” შეწყვიტა. ეს შედეგი კი ყველაზე მეტად “ჩელსის” წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც დღეს “ბარნლისთან” გამარჯვების შემთხვევაში უკვე 12 ქულით გაუსწრებს უახლოეს მდევრებს და ჩემპიონობისკენ მიმავალ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

მასპინძლები უპირატესობას მთელი მატჩის განმალობაში ფლობდნენ და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია. გამარჯვებას მონატრებულმა მერსისაიდელებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოკიდეს ხელი და სასურველ შედეგს მალევე მიაღწიეს.

ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა: ჟორჟინიო ვენალდუმი შესანიშნავი გადაცემის შემდეგ სადიო მანე მეკარესთან პირისპირ დარჩა და შეტევის ზუსტად დაგვირგვინა აღარ გასჭირვებია. სანამ სტუმრები გონს მოვიდოდნენ, იურგენ კლოპის შეგირდებმა მეტოქის მცველების უხეში შეცდომით ისარგებლეს და ორწუთიან მონაკვეთში მანემ დუბლის შესრულება მოახერხა.

შეხვედრის დასრულებამდე ძალიან დიდი დრო გახლდათ დარჩენილი და რა თქმა უნდა, ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლოთ, თუმცა მთლიანობაში მასპინძლები თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებდნენ და სასურველი შედეგის შენარჩუნება დიდად აღარ გასჭირვებიათ – 2:0.

“არსენალმა” შინ “ჰალ სიტი” მიიღო და ალექსის სანჩესის დუბლით დაამარცხა. თუმცა, ჩილელი შემტევის პირველი ბურთი ჩასათვლელი არ გახლდათ, რადგან გოლის გატანა ხელით მოახერხა, რაც მარკ კლატენბურგმა ვერ შეამჩნია. სამაგიეროდ, მსაჯს არ გამოპარვია კლუკასის ხელით თამაში, რომელმაც 92-ე წუთზე ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, რასაც წითელი ბარათი და პენალტი მოჰყვა, რომელიც სანჩესმა შეასრულა ზუსტად – 2:0.

ამავე ანგარიშით იმარჯვა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც “ოდ ტრაფორდიდან” უქულოდ “უოტფორდი” გაისტუმრა. “წითელმა ეშმაკებმა” ხუან მატას და ენტონი მარსიალის გოლებით მოიგეს, რითაც საპრიზო ადგილებს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. მათ მე-2 საფეხურამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.

შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ევერტონი” “რივერსაიდ სთედიუმზე” “მიდლსბროს” ესტუმრა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება. 90 წუთის განმალობაში გულშემატკივრებს გოლის ხილვა არ მოუწიათ – 0:0.

გამარჯვებასთან ახლოს გახლდათ “ვესტ ჰემი”, თუმცა 94-ე წუთზე გარეთ მაკოლის ზუსტმა თავურმა “ვესტ ბრომვიჩს” ქულა გადაურჩინა – 2:2.

“სტოკმა” საკუთარ მოედანზე ალენის გოლით “კრისტალ პალასს” აჯობა, ხოლო “სანდერლენდი” იმ ანგარიშით დამარცხდა, როგორითაც წინა ტურში იმარჯვა. “შავმა კატებმა” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონისგან” ოთხი უპასუხო ბურთი მიიღეს.

არსენალი – ჰალი 2:0 (1:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მუსტაფი, ბელერინი, გიბსი, ჩემბერლენი (ლ.პერესი 82), კოკლენი, ივობი (უელბეკი 82), ოზილი, უოლკოტი (ელნენი 69), სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჰალი (4-2-3-1): იაკუპოვიჩი, რანოკია, მაგუირე, ელაბდელაუი (ელმოჰამადი 66), რობერტსონი, ნ’დიაიე, ჰადლსტოუნი (დიომანდე 78), მარკოვიჩი, კლუკასი, გროსიცკი (ევანდრო 60), ნიასე.
მწვრთნელი: მარკო და სილვა

გოლები: სანჩესი (34; 94 პენ.)
გაფრთხილებები: უოლკოტი, გიბსი, სანჩესი – რანოკია
გაძევება: კლუკასი (91)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

მანჩესტერ იუნაიტედი – უოტფორდი 2:0 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბაილი, სმოლინგი, ა.ვალენსია, ბლინგი, ერერა, პოგბა, მხიტარიანი (ლინგარდი 89), მატა (ფელაინი 72), მარსიალი (რეშფორდი 81), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

უოტფორდი (4-1-4-1): გომეში, ქაბული, პროდლი, ბრიტოსი (ჯანმაატი 46), კეტკარტი (საკსესი 83), კლევერლი, ნიანგი, კაპუ, ჰოლებასი, ზარატე (ოკაკა 74), დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლები: 1:0 მატა (32), 2:0 მარსიალი (60)
გაფრთხილებები: ა.ვალენსია
მსაჯი: რობერტ მედლი

მიდლსბრო – ევერტონი 0:0

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი, გიბსონი, ესპინოსა, ფაბიო, ჩემბერსი, დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ (გედიურა 58), სტუანი (გ.რამირესი 67), ა.ტრაორე, ნეგრედო (ჟესტედი 82).
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

ევერტონი (4-3-3): რობლესი, უილიამსი, მორი, კოულმენი, ბეინსი, შნეიდერლენი, გაიე (ე.ვალენსია 62), ტ.დევისი, ლუკმენი (ლენონი 73), ბარკლი (ბერი 87), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გაფრთხილებები: კლეიტონი, გ.რამირესი
მსაჯი: მაიკლ დინი

სტოკი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, პიტერსი, ბერდსლი (გ.ჯონსონი 58), ადამი (აფელაი 79), ველანი, სობი (დიუფი 82), ალენი, არნაუტოვიჩი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დელანი, ტომკინსი, უარდი, ვან აანჰოლტი, მილივოევიჩი, მაკარტური (რემი 87), პანჩონი (კაბაიე 77), ზაჰა (შლუპი 68), თაუნსენდი, ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლი: ალენი (67)
გაფრთხილებები: შოუკროსი – დელანი, ზაჰა, პანჩონი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

სანდერლენდი – საუთჰემპტონი 0:4 (0:2)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (3-5-1-1): მანონე, დენაიერი, ოში (პიენაარი 46), კონე, გიბსონი (ხაზრი 81), ლარსონი (ბორინი 58), ნდონგი, ჯონსი, ოვიედო, იანუზაი, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, სტეფენსი, იოშიდა, სოარეში, ბერტრანი, რომეუ, ს.დევისი, ტადიჩი (ჰიობერგი 82), რედმონდი, უარდ-პროუსი, გაბიადინი (ლონგი 73).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 0:1, 0:2 გაბიადინი (30; 45), 0:3 დენაიერი (89 ს.კ.), 0:4 ლონგი (92)
გაფრთხილებები: ხაზრი
მსაჯი: პოლ ტერნი

ვესტ ჰემი – ვესტ ბრომვიჩი 2:2 (0:1)

ლონდონი, “ოლიმპიკ სთედიუმი”

ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი, ფონტე, რიდი, კრესველი (კალერი 46), კუაიტე, ნობლი, ობიანგი, სნოდგრასი (ე.ფერნანდესი 87), ლანცინი, ფეგული (კოლინსი 92), ანტონიო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფორსტერი, მაკოლი, ნიომი, დოუსონი, ბრანტი, დ.ფლეტჩერი, ლივერმორი, ჩადლი (ევანსი 53), მორისონი (იაკობი 79), ფილიპსი (რობსონ-კანუ 67), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 0:1 ჩადლი (6), 1:1 ფეგული (63), 2:1 ლანცინი (86), 2:2 მაკოლი (94)
გაფრთხილებები: ობიანგი, რიდი, ნობლი – რონდონი, ბრანტი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ლივერპული – ტოტენჰემი 2:0 (2:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, მატიპი, ლეივა (კლავანი 82), კლაინი, მილნერი, ჰენდერსონი, ლალანა, ვეინალდუმი, კოუტინიო (ჩანი 77), მანე (ალექსანდერ-არნოლდი 92), ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, დაიერი, ალდერვეირელდი, ბ.დევისი, უოლკერი, დემბელე (სისოკო 77), ვანიამა, ალი, ერიკსენი (ვინკსი 68), სონი (იანსენი 82), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: მანე (16;18)
გაფრთხილებები: ჰენდერონი, მატიპი, მილნერი – სონი, კეინი, ვინკსი, დაიერი, ალდერვეირელდი
მსაჯი:
ენტონი ტეილორი

0.155571