ფეხბურთი

2:25 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" 9 ფეხბურთელით მოიგო, "იუვემ" - მარტივად (+VIDEO)

იტალიის სერია A-ში კალენდარული დღე არ ყოფილა, მაგრამ XVIII ტურის ორი გადადებული მატჩი გაიმართა. “ბოლონიამ” “მილანს”, ხოლო “კროტონემ” “იუვენტუსს” უმასპინძლა. აღნიშნული მატჩები ჯერ კიდევ დეკემბრის მიწურულს უნდა გამართულიყო, მაგრამ იტალიის სუპერთასის გამო აქამდე გადაიდო.

სანამ, ლიდერის მორიგ ადვილ სამ ქულაზე ვიტყოდეთ, “მილანის” საოცრების შესახებ გიამგობთ – “როსონერი” ბოლო დროს ძალიან ცუდად თამაშობდა და ბოლო 6 შეხვედრაში ერთადერთხელ იმარჯვა. თავის მხრივ უკეთეს სიტუაციაში არც “ბოლონია” იყო. სხვა თუ არაფერი, ემილიელებმა სამი დღის წინ, სახლში “ნაპოლისთან” 1:7 წააგეს... რობერტო დონადონის გუნდის მიმართ კრიტიკა ახლა უფრო გაიზრდება. შესაძლოა, “მილანთან” თუნდაც შინ წაგება ტრაგედია არ იყოს, მაგრამ... მაგრამ “როსონერის” 38-ე წუთზე გაბრიელ პალეტა, ხოლო 59-ე წუთზე იურაი კუცკა გაუძევეს და ასე 9 კაცით მუწია თამაშის ჩამთავრება.

მიუხედავად იმისა, რომ “ბოლონია” საგრძნობ რიცხობრივ უპირატესობაში დიდი ხანი იყო, ვერაფრით გამოიყენა და პირიქით წააგო კიდეც – მატჩის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გავიდა და მისი შემოქმედი ესპანელი ჟერარ დეულოფეუ გახდა: პირინელმა შემტევმა ფლანგზე დიდებულად ითამაშა და ცარიელი კარის წინ გამჭოლი გადაცემა გააკეთა, იქ კი მარიო პაშალიჩი გახლდათ ჩასაფრებული. სხვათა შორის, დეულოფეუმ მანამდე ხორვატი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ იმ ეპიზოდში მარიომ ვერ ივარგა. სამაგიეროდ, მეორედ აღარ შემცდარა და 0:1. “მილანმა” ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და იქნებ ახლა მაინც დაასრულოს კრიზისული პერიოდი. მონტელას გუნდი მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ახლა ევროზონა უფრო ახლოსაა, ვიდრე წინა ტურში გახლდათ.

“მილანის” გამარჯვებამდე კი, ტურინის “იუვენტუსმა” მარტივი სამი ქულა მოიპოვა. რა გასაკვირია, მასიმილიანო ალეგრის გუდნს მეტოქე თითქმის გავარდნილი “კროტონე” იყო – “ეციო შიდას” ბინადრებმა პირველი ტაიმი გაუძლეს იტალიის ჩემპიონს, მაგრამ მეორე ნახევარში არც ძალა ეყოთ და არც კლასი. მარიო მანჯუკიჩისა და გონსალო იგუაინის გოლებით ტურინელებმა შინ სამი ქულა წაიღეს – ახლა “იუვე” მდევარ “რომას” 7 ქულით სჯაბნის და დიდი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ. აღსანიშნავია, რომ “ბებერმა ქალბატონმა” 23 თამაშიდან 19 მოიგო და ასეთი რამ ისტორიაში მეოთხედ გაახერხეს. ანუ, 23-დან 19 თამაშის მოგება...

“კროტონე” – “იუვენტუსი” 0:2 (0:0) VIDEO

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 9 000

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მესბა; სამპრისი (აკოსტი 70), ბარბერისი, კაპეცი, სტოიანი; ტონევი (ტროტა 78), ფალჩინელი (სულიჩი 84)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში (ბარძალი (78), ბონუჩი, რუგანი, ასამოა; ხედირა (პიანიჩი 70), რინკონი; პიაცა (სტურარო 89), დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (60), 0:2 იგუაინი (74)

გაფრთხილება: ბონუჩი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 14 (11) ბურთის ფლობა: 25%-75% კუთხურები: 0:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ბოლონია” – “მილანი” 0:1 (0:0) VIDEO

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 20 000

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; კრაფტი, გასტალდელო (პეტკოვიჩი 63), მაიეტა, მბიაე (ტოროსიდისი 77); ჯემაილი, პულგარი (ვივიანი 80), ნადი; ვერდი, დესტრო, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი (ძაპატა 31), ვანგიონი; კუცკა, ლოკატელი (გომესი 46), პაშალიჩი; სუსო, ბაკა (პოლი 62), დეულოფეუ

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლი: 0:1 პაშალიჩი (89)

გაფრთხილება: მბიაე (18), გასტალდელო (45), ვერდი (47), ნადი (90), ჯემაილი (90) – პალეტა (18, 38), აბატე (23), კუცკა (53, 59), ვანგიონი (71)

გაძევება: პალეტა (38), კუცკა (59)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 6 (5) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:9 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 17 გოლი, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 16, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 16, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 15, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.317226