ფეხბურთი

22:32 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი “ლიონს” ზაფხულში დატოვებს

ფრანგული “ლიონის” ლიდერი ალექსანდრ ლაკაზეტი მიმდინარე სეზონის შემდეგ საფრანგეთს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია “ოლიმპიკის” პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლამ ფრანგულ მედიასთან საუბარში დაადასტურა.

“ლაკაზეტი “ლიონიდან” წავა? – რატომაც არა, როგორც თავის დროზე უმტიტი, აბიდალი, ჟიული, ბენზემა, რატომაც არა? – ალექსანდრს ევროპული ფეხბურთის დიდ გუნდში თამაში სურს და ჩვენ შევთანხმდით, რომ მას ხელს არ შევუშლით”, - თქვა ოლამ.

“ლიონის” პრეზიდენტს მეტი კონკრეტიკა არ გამოუჩენია, მაგრამ ცნობილია, რომ ლაკაზეტის ფასი 60 მილიონ ევრო ღირს.

25 წლის ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონში” 2003 წლიდან ირიცხება და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 21 გოლი გაიტანა. მთლიანობაში კი, “ლომების” ღირსება 250-ჯერ დაიცვა დღემდე და 110 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112609