თამაშგარე

18:02 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯიბრილ სისე დი-ჯეი და პროდიუსერი ხდება

ფრანგმა ჯიბრილ სისემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და დი-ჯეი გახდება: ამის შესახებ მან თავად განაცხადა. სისემ დაამატა, პროდიუსერობაც უნდა მოვსინჯოო.

"დი-ჯეის კარიერას ისეთივე სერიოზულობით მივუდგები, როგორც ფეხბურთელობის. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რომლებიც მეხმარებიან ახალი ცხოვრების დაწყებაში".

სისე ბოლოს საფრანგეთის ქვედალიგელ "სენ პიერუაში" ერთობოდა. კარიერაში არაერთი კლუბი გამოუცვლია, მაგრამ საუკეთესო სეზონები "ოსერსა" და "ლივერპულში" ჰქონდა. სისე 35 წლისაა. მან ნაკრებში 41 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117936