ფეხბურთი

0:26 | 5.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი "ბაიერნისთვის" გაფრინდა

გერმანიის ბუნდესლიგის XIX ტურში ლიდერმა “ბაიერნმა” ვერ მოიგო, მაგრამ მდევარ “ლაიპციგთან” ქულების სხვაობა მაინც გაიზარდა. შესაბამისად, იმის მაგივრად, რომ “რედ ბულს” “რეკორდმაისტერის” წაფორხილებით ესარგებლა, კონკურენტს კიდევ უფრო ჩამორჩა.

მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე გელზენკირხენის “შალკე” მიიღო, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალზე არასტაბილურად თამაშობს და წესით, კარლო ანჩელოტის გუნდს ადვილად უნდა მოეგო, მაგრამ. არადა, ამის წინაპირობა მეცხრე წუთზე შეიქმნა, როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ წინ გაიყვანა თავისიანები, თუმცა მასპინძლებს სიხარული არ დასცალდათ – 4 წუთში ბრაზილიელმა ნალდომ გაქვითა პოლონელის გოლი – 1:1. სხვათა შორის, ვეტერანმა სამხრეთამერიკელმა მცველმა კარიერაში მეოთხედ გაუტანა მანუელ ნოიერს და ყველაზე მეტი გოლი სწორედ მის კარში აქვს გატანილი. ამის შემდგომ “ბაიერნს” დიდი დრო ჰქონდა სიტუაციის შესაცვლელად და მომენტებიც შექმნა, მაგრამ ამაოდ ანგარიში არ შეცვლილა და კაპიტან ფილიპ ლამს იუბილე ჩაუშხამა. საქმე ისაა, რომ 33 წლის გერმანელმა მიუნხენელთა რიგებში მეხუთასე მატჩი ჩაატარა და “ბაიერნის” ყველაზე სტაჟიან ფეხბურთელთა შორის მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

“ლაიპციგმა” ამ ტურის მატჩი “ბაიერნის” თამაშის დასრულების მერე ჩაატარა და შესაბამისად, იცოდა, რომ თუ მოიგებდა, სხვაობა ერთი ქულა დარჩებოდა, მაგრამ მოგებას ვინ ჩივის, “რედ ბული” – დამარცხდა. ფაქტი იყო, რომ რალფ ჰასენჰუტლის გუნდს მძიმე თამაში ელოდა “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტმუნდის “ბორუსიასთან” და ასეც მოხდა. პიერ-ემერიკ ობამეინაგის ტაიმის მიწურულს გატანილმა ერთადერთმა გოლმა თამაშის ბედი გადაწყვიტა. “დორტმუნდმა” ამ მოგებით კარგა ხნის პაუზის მერე სამეულში შესვლა მოახერხა.

ტურის სხვა მატჩებიდან კი, გამოსაყოფია “ჰოფენჰაიმის” გამარჯვება, რომელმაც შინ თავმოყვარე “მაინცი” გაანადგურა – 4:0. მოიგეს ბერლინის “ჰერტამ” და “კიოლნმა”. ორივე გუნდი სამეულში შესვლაზე აცხადებს პრეტენზიას.

“ბაიერნი” – “შალკე” 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (9), 1:1 ნალდო (13)

“გლადბახი” – “ფრაიბურგი” 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 სტინდლი (73), 2:0 რაფაელი (78), 3:0 ჰარმანი (90)

“კიოლნი” – “ვოლფსბურგი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მოდესტე (81, პენ)

“ჰერტა” – “ინგოლშატდი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჰარაგუჩი (2)

“ჰოფენჰაიმი” – “მაინცი” 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 უტი (5), 2:0 ტერაცინო (81), 4:0 სჟალაი (90)

“დორტმუნდი” – “ლაიპციგი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ობამეიანგი (35)

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 17 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 15, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) 15, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 11, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) – 10.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114267