ფეხბურთი

23:56 | 4.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსის” რევანში და ჩამოშორებული კონკურენტი

პრემიერლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” თანაქალაქელ “არსენალს” პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო და სატურნირო ცხრილში 12 ქულით ჩამოიტოვა.

შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა. 4 გატანილი გოლის გარდა, მაყურებელმა საკმაოდ სწრაფი თამაში და ბევრი საგოლე მომენტი იხილა.

ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა: დიეგო კოშტამ თავით ძლიერად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე ყველას მარკოს ალონსომ დაასწრო და თავური დარტყმით “არისტოკრატები” დააწინაურა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ესპანელმა მოთამაშემ თანამემამულის ჰექტორ ბელერინის წინააღმდეგ წესები დაარღვია და მარტინ ატკინსონს ჯარიმის დანიშვნა მართებდა.

შესვენებამდე ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო. მასპინძელთაგან დიეგო კოშტას შეეძლო გატანა, ხოლო სტუმართაგან მიზანთან ყველაზე ახლოს გაბრიელ პაულისტა გახლდათ, რომლის თავური დარტყმაც ტიბო კურტუამ უკუაგდო.

მეორე ტაიმი “ჩელსისთვის” შესანიშნავად დაიწყო და 53-ე წუთზე ედენ აზარმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა: ბელგიელმა მოთამაშემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და პეტრ ჩეხს ახლო მანძილიდან გაუტანა. 85-ე წუთზე ჩეხი მეკარე უხეშად შეცდა და ცვლილებაზე ერთი წუთით ადრე შემოსულ სესკ ფაბრეგასს ცარიელ კარში გატანის საშუალება მისცა, ხოლო 90-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ თავური დარტყმით პრესტიჟის ბურთი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

“არსენალის” მარცხით ისარგებლა “ტოტენჰემმა”, რომელმაც შინ “მიდლსბრო” მიიღო და ჰარი კეინის პენალტით დაამარცხა. შესაბამისად, “დეზებმა” მე-2 ადგილზე ერთპიროვნულად გადაინაცვლეს და “ჩელსის” 9 ქულით ჩამორჩებიან.

აშკარა კრიზისშია “ლივერპული”, რომელიც გასვლაზე აუტსაიდერ “ჰალთან” ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. მერსისაიდელებს პრემიერლიგაში უკვე 5 მატჩია არ მოუგიათ და “ჩელსის” უკვე 13 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო უდიდესი ალბათობით ამ ტურის შემდეგ ოთხეულშიც აღარ იქნებიან.

9 გოლი გავიდა “გუდისონ პარკზე”, სადაც ადგილობრივმა “ევერტონმა” “ბორნმუთი” 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომელუ ლუკაკუს პოკერი, რომელსაც 16 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.

აუტსაიდერების ჯახი შედგა “შელჰარსტ პარკზე”, სადაც მოულოდენელად მასპინძელმა “კრისტალ პალასმა” “სანდერლენდისგან” 4 უპასუხო გოლი გაუშვა – 0:4.

“ვესტ ბრომვიჩმა” მორისონის გოლით შინ “სტოკს” აჯობა, “უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე “ბარნლი” დაამარცხა, ხოლო “ვესტ ჰემმა” გასვლაზე “საუთჰემპტონს” მოუგო.

ჩელსი – არსენალი 3:1 (1:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, მატიჩი, კანტე, მოზესი (ზუმა 88), ალონსო, აზარი (ფაბრეგასი 84), პედრო (ვილიანი 83), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, ბელერინი (პაულისტა 17), მონრეალი, კოკლენი (ჟირუ 65), ჩემბერლენი, ოზილი, უოლკოტი (უელბეკი 70), ივობი, სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 ალონსო (13), 2:0 აზარი (53), 3:0 ფაბრეგასი (85), 3:1 ჟირუ (91)
გაფრთხილებები: მატიჩი – მუსტაფი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ჰალი – ლივერპული 2:0 (1:0)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-2-3-1): იაკუპოვიჩი, მაგუირე, რანოკია, ელაბდელაუი, რობერტსონი, გროსიცკი (მეილერი 80), ჰადლსტოუნი, ევანდრო (ტიმონი 62), ნ’დიაიე, კლუკასი, ა.ერნანდესი (ნიასე 65).
მწვრთნელი: მარკო და სილვა

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლეივა, მატიპი, მილნერი (მორენო 83), კლაინი, ლალანა (ორიჯი 83), ჰენდერსონი, ჩანი (სტარიჯი 67), მანე, კოუტინიო, ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ნ’დიაიე (44), 2:0 ნიასე (84)
გაფრთხილებები: მაგუირე, ტიმონი – მილნერი
მსაჯი: ლი მეისონი

კრისტალ პალასი – სანდერლენდი 0:4 (0:4)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (5-4-1): ჰენესი, დელანი (თაუნსენდი 46), ტომკინსი, დანი, იარდი, ვან აანჰოლტი, კაბაიე (ლედლი 27), მაკარტური (რემი 62), ზაჰა, პანჩონი, ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

სანდერლენდი (3-5-1-1): მანონე, ოში (ლესკოტი 57), კონე, დენაიერი, ლარსონი, როდუელი (გიბსონი 52), ნდონგი, ჯონსი, ოვიედო, იანუზაი (პიენაარი 78), დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 0:1 კონე (10), 0:2 ნდონგი (43), 0:3, 0:4 დეფო (45+1; 45+3)
გაფრთხილებები: ზაჰა, იარდი, პანჩონი – ლარსონი, იანუზაი, კონე
მსაჯი: ანდრე მარინერი

ევერტონი – ბორნმუთი 6:3 (3:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-3-3): რობლესი, მორი, უილიამსი, ბეინსი, კოულმენი, ბერი (ჰოლგეიტი 80), მაკკარტი (ტ.დევისი 61), შნეიდერლენი, ლუკმენი (მირალაში 71), ბარკლი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ბორნმუთი (3-5-1-1): ბორუცი, ფრანცისი (ბ.სმიტი 46), მინგსი, კუკი, გოსლინგი (აიბი 46), სურმენი, არტერი, ფრეისერი, პუგი (აფობი 83), უილშირი, კინგი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0; 3:0; 4:2; 5:2 ლუკაკუ (1; 29; 83; 85), 2:0 მაკკარტი (23), 3:1, 3:2 კინგი (59; 70), 5:3 არტერი (90), 6:3 ბარკლი (94)
გაფრთხილებები: შნეიდერლენი, რობლესი, ტ.დევისი – არტერი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

საუთჰემპტონი – ვესტ ჰემი 1:3 (1:2)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, სტეფენსი, იოშიდა, ბერტრანი, სოარეში, ს.დევისი, რომეუ, უარდ-პროუსი, ჯ.როდრიგესი (ბუფალი 46), ბუგალი (ლონგი 63), გაბიადინი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი

ვესტ ჰემი (4-4-2): რენდოლფი, რიდი, ფონტე, კრესველი, კუაიტე (კოლინსი 71), ობიანგი, ნობლი, სნოდგრასი, ფეგული (კალერი 91), ანტონიო, ე.კეროლი (ლანცინი 56).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0 გაბიადინი (12), 1:1 ე.კეროლი (14), 1:2 ობიანგი (44), 1:3 ნობლი (52)
გაფრთხილებები: კრესველი, რიდი
მსაჯი: გრემ სკოტი

უოტფორდი – ბარნლი 2:1 (2:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-3-3): გომეში, პროდლი, ქაბული, კეტკარტი, ჰოლებასი, კლევერლი, ბეჰრამი (დაკური 65), კაპუ, ნიანგი (საკსესი 81), ზარატე (ჯანმაატი 87), დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, კინი, მი, ლოუტონი, იარდი, ბარტონი, ჰენდრიკი, არფილდი (ვესტვუდი 77), ბოიდი (ვოკსი 86), ბარნესი, ა.გრეი (ბრედი 55).
მწვრთნელი: სეან დიჩი

გოლები: 1:0 დინი (10), 2:0 ნიანგი (45+2), 2:1 ბარნესი (78 პენ.)
გაფრთხილებები: ნიანგი, ჰოლებასი, კაპუ, პროდლი, კეტკარტი
გაძევება: ჰენდრიკი (6)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ვესტ ბრომვიჩი – სტოკი 1:0 (1:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, დოუსონი, მაკოლი, ბრანტი, ნიომი, დ.ფლეტჩერი, ლივერმორი, მორისონი (ფიელდი 89), ჩადლი (მაკკლინი 66), ფილიპსი (რობსონ-კანუ 87), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, ადამი (დიუფი 58), ველანი, ალენი, არნაუტოვიჩი, აფელაი (ნგოი 69), კრაუჩი (ბერაჰინო 58).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლი: მორისონი (6)
გაფრთხილებები: ფილიპსი, ფოსტერი – არნაუტოვიჩი, ინდი
მსაჯი: კევინ ფრენდი

ტოტენჰემი – მიდლსბრო 1:0 (0:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, დაიერი, ალდერვეირელდი, ბ.დევისი, უოლკერი, ვანიამა, დემბელე, სონი (სისოკო 81), ალი, ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი, ესპინოსა, გიბსონი, ფაბიო, ჩემბერსი, კლეიტონი, დე როონი, ფორშოუ (გედიურა 62), ა.ტრაორე (ბემფორდი 79), დაუნინგი (სტუანი 62), ნეგრედო.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

გოლი: კეინი (58 პენ.)
გაფრთხილებები: დე როონი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.191085