ფეხბურთი

10:00 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში წელი შეაჯამეს: "იუვენტუსის" ტრიუმფი

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციულად განვლილი წელი, უფრო კონკრეტულად კი, 2015-2016 წლების სეზონი შეაჯამა და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით გამოვლინა.

გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი დასახელდა. 29 წლის მცველმა შარშან 36 თამაშში 3 გოლის გატანა შეძლო.

საუკეთესო მწვრთნელი ასევე “იუვენტუსის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი გახდა, საუკეთესო მეკარის წოდება “ბებერი ქალბატონის” კაპიტან ჯანლუიჯი ბუფონს მიენიჭა.

2015-2016 წლების საუკეთესო მცველებიც “იუვენტუსს” წარმოადგენენ: ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი. ამასთან, დაჯილდოვდა გონსალო იგუაინი, როგორც სეზონის საუკეთესო ბომბარდირი. “პიპიტამ” “ნაპოლის” მაისურით 35 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გამოვლინდა საუკეთესო მსაჯიც – ასეთად ნიკოლა რიცოლი დასახელდა.

ასევე გამოქვეყნდა სეზონის სიმბოლური ნაკრები, რომელიც შემდეგნაირია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)

მცველები: ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), კალიდუ კულიბალი (“ნაპოლი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”)

ნახევარმცველები: მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”), მირალემ პიანიჩი (“რომა”, “იუვენტუსი”), რაჯა ნაინგოლანი (“რომა), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”)

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”, “იუვენტუსი”)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126795