ფეხბურთი

22:25 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგმა" ირანელი ფეხბურთელი დაიმატა

გერმანულ “ვოლფსბურგში” ირანელი ნახევარმცველი აშკან დეჟაგა დაბრუნდა. 30 წლის ფეხბურთელი “მგლებმა” ყატარული “ალ არაბიდან” სეზონის ბოლომდე დაიმატეს. თუმცა, ზაფხულში კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი.

დეჟაგასთვის “ვოლფსბურგი” ნაცნობი ადგილია – იგი “მგლების” ღირსებას 2007-2012 წლებში იცავდა და 2009 წელს გერმანიის ჩემპიონიც გახდა ამ გუნდის რიგებში.

აშკან დეჟაგას სხვადასხვა დროს ასევე უთამაშია ბერლინის “ჰერტასა” და ლონდონის “ფულჰემში”. “ალ არაბის” შემადგენლობაში კი, 2016 წელს 21 ჩატარებულ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146729